მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (22.12.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.12.2013 | 2,472 ნახვა

სამება

22 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები: “ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”. ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა და განსაკუთრებით მათ, ვინც მზად არის მიიღოს ეს ნათელი. ამასთან დაკავშირებულია უფლის სიტყვებიც: “სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს.” შეუძლია თუ არა ადამიანს ეს?! რა თქმა უნდა, – არა, მაგრამ ეს არის მითითება იმაზე, რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ცოდნასა და ტექნიკაში. მაგრამ, ამავე დროს უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა უკან სულიერებასა და სულიერ ფასეულობაში. ვინ წარმოიდგენდა, 100 წლის წინ, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც ისეთ იდეებს, როგორიცაა თუნდაც ერთსქესიანი ქორწინება, ვინმე დაიცავდა”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, განათლება, უპირველეს ყოვლისა, სულიერი განათლებაა. საჭიროა განათლება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, უმაღლესის დამთავრებას, არამედ ადამიანის ჰარმონიულ სრულყოფას ცოდნაში, ცხოვრებასა და ზრდილობაში.

“ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ცოდნაზე. რამდენი შრომა დაიკარგა ამადოდ. რამდენი დიდი განათელბული ადამიანი მუშაობს დღესაც ამ პრობლემაზე, მაგრამ გვავიწყდება, რომ ცოდნის მიღება ურწმუნო ადამიანის მიერ, მეტად საშიშია იმ ადამიანისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, რადგან მან, თავისი ცოდნა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ თქმით, უნდა არსებობდეს ადამიანის აღზრის პროგრამა. პატრიარქის განმარტებით, ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს, თუმცა ცოდნა დაბალია, აღზრდა კი საერთოდ არ არის.

“აღზრდას არა მხოლოდ ოჯახი, არამედ სკოლა და ეკლესიაც უნდა აძლევდეს. ადამიანი, რომელსაც განათლება და აღზრდა ექნება, ბედნიერი იქნება. მე ვთხოვ ჩვენს მეცნიერებს, იფიქრონ ამ პრობლემაზე. … იმედი მაქვს, განათლების სამინისტრო იფიქრებს, როგორ შეიძლება შეიქმნას აღზრდის პროგრამა და რა უნდა დაეკისროს სკოლას, ოჯახს თუ ეკლესიას ამ დარგში”, – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის “მოულოდნელი სიხარულის” ხატის დღესასწაული მიულოცა და ისურვა, “მოულოდნელი სიხარული მისცეს მამაზეციერმა სრულიად საქართველოს”.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი