მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (21.05.2017)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.05.2017 | 3,194 ნახვა

სამება 21 მაისს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მრევლს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაული მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორე.

როგორც პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ აღნიშნა, იოანე ღვთისმეტყველი არის სიყვარულის მქადაგებელი.

“სიყვარული არის საფუძველი ადამიანის არსებობისა. ამის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს, ვერ იცოცხლებს”, – განაცხადა პატრიარქმა.

ილია მეორემ დამდეგ ამაღლების დღესასწაულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ოთხშაბათ საღამოს წირვა ჩატარდება სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო ხუთშაბათს – ამაღლების ტაძარში.

დღესვე ილია მეორემ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლოტი, მეუფე ისაია სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

“დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ უმაღლესი ჯილდოთი მეუფე ისაიას. მეუფე თავდადებულად მოღვაწეობს ისეთ რთულ ეპარქიაში, რომელიც მას დაეკისრა. ღმერთმა ძალა და მადლი მისცეს მას. ამასთან დაკავშირებით ვაჯილდოებთ სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით”, – აღნიშნა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი