მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (21.02.2016)

საკვირაო ქადაგება (21.02.2016)

სამება 21 თებერვალს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა და თავმდაბლობის შესახებ ისაუბრა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ვინც არ იმაღლებს თავს, იგი დამდაბლდება, ვინც დაიმდაბლებს თავს, იგი ამაღლდება. სიმდაბლე და განცდა თვისა ცოდვათა არის გზა სასუფეველისკენ. შევთხოვ უფალს, მოგვანიჭოს სიმდაბლე, რათა ავიდეთ ამ სრულყოფილ კიბეზე და გავხდეთ ღირსნი სასუფეველისა”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგებისას მეზვერისა და ფარისევლის მაგალითიც მოიყვანა.

“დღეს იწყება მეზვერისა და ფარისევლის კვირეული. სახარებაში წერია, რომ ტაძარში შევიდა ორი ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი. ფარისეველი დადგა წინ, მეზვერე კი – უკან. მეზვერე გრძნობდა თავის ცოდვებს, ხოლო ფარისეველი ამბობდა – მადლობ შენ უფალო, რომ მე არ ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები და ავაზაკები არიანო, კვირაში ორჯერ ვმარხულობ და შესაწირავს გავცემო. მეზვერე, რომელიც გადასახადს კრეფდა ხალხისგან, გრძნობდა თავის დანაშაულს, ძალიან ხშირად ზედმეტსაც ართმევდა ხალხს. მაცხოვარი ამბობს, რომ მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი”, – ბრძანა პატრიარქმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები