21 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და წმ. აბო თბილელის ხსენების დღე მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“ყველას გილოცავთ აბო თბილელის დღესასწაულს. წმ. დიდი მოწამე აბო თბილელი არის თბილის პატრონი, თბილისისა და საქართველოს მფარველი. მისი ლოცვები შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ამინ!” – ბრძანა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მრევლს ქადაგებით მიმართა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ (ფაჩუაშვილმა) და წმ. მოწამე აბო თბილელის ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
