მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (20.12.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.12.2015 | 1,882 ნახვა

პატრიარქი 20 დეკემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ლოცვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ხშირ შემთხვევაში ადამიანი ითხოვს ღვთისგან დახმარებას. ეს ბუნებრივია, გასაგებია, რადგან ყოველი ადამიანი გაჭირვებულია ამა თუ იმ საქმეში, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უფალს დიდება უნდა შესწიროს, ადიდოს, შემდეგ კი მადლობა შესწიროს. დიდებას და მადლობას რომ შესწირავთ, შეგიძლიათ სთხოვოთ და უფალი შეისმენს. სახარებაში უფალი ამბობს: ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”, – ბრძანა პატრიარქმა და დღევანდელი მსახურებისას წაკითხული სახარება დაიმოწმა. იგავი, სადაც გადმოცემულია მაცხოვრის მიერ ათი კეთროვანი ადამიანის განკურნების შესახებ, რომლის თანახმადაც, განკურნებულთაგან მადლობა ღმერთს მხოლოდ ერთმა, სამარიტელმა გადაუხადა.

როგორც უწმიდესმა ქადაგებისას აღნიშნა, ადამიანი ხშირად ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე იმ დროს, როდესაც გარშემო მას ახვევია უამრავი გაჭირვებული, მძიმე ავადმყოფი.

პატრიარქმა მრევლს სთხოვა, პირად ლოცვებში მოიხსენიონ ახლად გარდაცვლილი მონაზონი თამარი, ერში ეთერ უროტაძე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი