13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (20 თებერვალი, 2011 წელი)

საკვირაო ქადაგება (20 თებერვალი, 2011 წელი)

patriarqiსრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II – ის ქადაგება

უძღები შვილის კვირა

სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს ჩვენი ეკლესია იხსენებს უძღები შვილის კვირიაკეს – მაცხოვრის იგავს.
გვიჩნდება კითხვა: ვინ არის ეს უძღები შვილი? მე ვფიქრობ, რომ ყოველი ჩვენგანი უძღები შვილია.

თქვენ იცით სახარებიდან, რომ უმცროსი ძე მივა მამასთან წილის მოსათხოვნად, თუმცა მას არავითარი ნაშრომი არ ჰქონდა. მამა მისცემს მას წილს და უძღები შვილი შორეულ ქვეყანაში წავა, სადაც ყველაფერს გააბნევს და ბოლოს ღორების მწყემსად დარჩება…

გაუჭირდება და მამასთან დაბრუნებას გადაწყვეტს. იგი ფიქრობს, მივიდეს მამასთან და უთხრას, რომ არ არის ღირსი, ერქვას შვილი და მიიღოს, როგორც ერთი მუშაკთაგანი, მოსამსახურე მისი.

… მიდის მამასთან ეს გაღატაკებული და დამცირებული ადამიანი. ალბათ, მამა შვილს ყოველდღე ელოდებოდა. როდესაც დაინახავს ძეს, მიეგებება სირბილით, მოეხვევა და უბრძანებს თავის მონებს, ჩააცვან მას საუკეთესო სამოსელი და გაუკეთონ ბეჭედი.

ეს იგავი გახლავთ კაცობრიობის შესახებ. აი, ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი განუდგა მამა ზეციერს და ფიქრობს, ღვთის გარეშე შეუძლია არსებობა, ბედნიერად ცხოვრება.

ადამიანმა უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა მეცნიერებაში, ტექნიკაში და ამან შესძინა ხალხს ამპარტავნება.

ზნეობაში, სარწმუნოებაში კი კაცობრიობამ საგრძნობლად დაიხია უკან.

როგორი მარტივი და წმიდა წინაპრები გვყავდა ჩვენ. დღეს ბავშვებიც კი არ არიან მარტივები, მათაც აქვთ მოდებული ამპარტავნება.

სადაც ამპარტავნებაა, იქ არის სიკვდილი, დაცემა!

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ხალხურ გადმოცემას. ხალხურ სიმღერაში ვკითხულობთ: – “სიკვდილმა უთხრა სიცოცხლეს, ჩემი ძმა ხარო”. აი, ეს სიტყვები – “სიცოცხლე” და “სიკვდილი” ისე არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თითქოს ძმა კი არა, ტყუპი ძმაა.

ამიტომ ადამიანი ყოველდღე მზად უნდა იყოს ამისათვის.

ერთ ფილოსოფოსს ჰკითხეს, თუ რაში იყო ფილოსოფიის მთელი არსი. და მან უპასუხა: “ნამდვილი ფილოსოფოსი ის არის, ვინც ყოველდღე ემზადება სიკვდილისთვის”.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

20 თებერვალი 2011

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. ზალიან მიხარია რო ეს საიტი აგმოვაჰინე გმერტმა გაგაზლიეროტ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები