20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (19.11.2017)

საკვირაო ქადაგება (19.11.2017)

ილია მეორე 19 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა, 23 ნოემბერს, გიორგობის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძარში ჩატარდება. გიორგობა დღეს იქნება ასევე საყოველთაო ნათლობაც, რომელზეც 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლება.

“ხუთშაბათს არის ეროვნული დღესასწაული – გიორგობა. ქაშუეთში იქნება წირვა-ლოცვა. წირვა-ლოცვა აღევლინება აგრეთვე ყველა სხვა მოქმედ ტაძარშიც”, – განაცხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა დღეს რამდენიმე გვარი და საყოველთაო ჯვრისწერისას ჯვარდაწერილი წყვილები დალოცა.

ქადაგების შემდეგ ილია მეორემ სამღვდელო პირები დააჯილდოვა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები