18 დეკემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
„ეს წელიწადი ილევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, მშვიდობისთვის და ინებოს უფალმა, რომ მომავალი წელიც მშვიდობიანი იყოს“, – აღნიშნა პატრიარქმა.
საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა რამდენიმე მღვდელმსახური დააჯილდოვა, ასევე ომის ვეტერანები და მათი ოჯახები დალოცა. პატრიარქის თქმით, სწორედ ეს ადამიანები არიან, ვის მხრებზეც გადაიარა საშინელმა ომებმა.
