მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (18.09.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.09.2016 | 3,402 ნახვა

სამება 18 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძაში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“ყოველი ადამიანი განსაცდელის წინაშე დგას და ბედნიერია ის, რომელიც დაძლევს ამ განსაცდელს და გამოცდას. ასეთი განსაცდელი ჰქონდა იოანე ნათლისმცემლის მშობლებს, როდესაც არ ჰყავდათ მათ შვილი და თითქოს იმედი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ უფალმა მოიღო წყალობა მათზე და ეყოლა წმინდა იოანე ნათლისმცემელი.

განსაცდელი ხშირად მოდის ღვთისგან. გამოცდის ადამიანს და ჩვენს რწმენასა თუ მოთმინებას. გამოცდა ადამიანებისაგან, ბოროტი ძალისაგან.

ერთ ამერიკელ მწერალს აქვს აღწერილი ძალიან მძიმე გამოცდა. დედა ორი შვილით ზღვის ნაპირზე იმყოფებოდა. მოხდა ისე, რომ დიდი ტალღა წამოვიდა მათზე და სამივე მათგანი ზღვაში აღმოჩნდა. იქვე ახლოს იყო მცენარე, ხე. დედას შეეძლო მოეკიდა ხელი ამ ხისთვის და გადარჩენილიყო. მექანიკურად დედამ გაუშვა უფროს შვილს ხელი და ტალღამ წაართვა უფროსი შვილი. დედამ მოკიდა ხელი ხეს და ეძახდა შვილს, თუმცა ვეღარ დაიბრუნა.

დედას ეგონა, რომ შვილი დაიღუპებოდა, თუმცა ზღვამ გამორიყა ნაპირზე და გადარჩა შვილი. შემდეგ ამ მწერალს აღწერილი აქვს, რომ სამივე შეხვდა ერთმანეთს და უფროსი შვილი ეკითხება დედას, თუ რატომ გამიშვი ხელიო. დედას პასუხი არ ჰქონდა.

ასეთი შემთხვევები ბევრია ადამიანის ცხოვრებაში და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დაძლევს გამოცდას. ღმერთი აძლევს ადამიანს სიბრძნეს, ძალას, გონებას და სიყვარულს, რომ დაძლიოს ეს გამოცდა”, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი