მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (18.05.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.05.2014 | 2,173 ნახვა

18 მაისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წრვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა გუშინდელ დღეს ისტორიული უწოდა და ბრძანა, რომ გუშინ უფალმა დიდი წყალობა გაიღო და მთელი საქართველო დალოცა.

“ჩვენ ძალიან ხშირად ვთხოვთ უფალს: “მომეცი”, “მომანიჭე”, მაგრამ ძალიან ხშირად გვავიწყდება მადლობისა და დიდების შეწირვა. ილია მეორე რომ გადავხედოთ წარსულს, დღევანდელ დღეს და განვჭვრიტოთ მომავალი, დავინახავთ, რომ უფალი მუდამ ჩვენთან იყო, არის და იქნება. უფალს უჭირავს საქართველოს ხელი, როგორც ბავშვის ხელი და გვატარებს ამ უდაბნოებში. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ გვტოვებს. მრავალი განსაცდელი გამოიარა და რა თქმა უნდა, ეს განსაცდელი კიდევაც იქნება. სანამ ადამიანი დედამიწაზეა, განსაცდელი მუდამ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასდროს დატოვებს საქართველოს თავისი მფარველობის გარეშე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელი არის შუამავალი ღვთის წინაშე. გუშინდელი დღე არის ისტორიული დღე. გუშინ უფალმა მოიღო დიდი წყალობა და დალოცა მთელი საქართველო და ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. თქვენ უნდა დალოცოთ თქვენი შვილები იმ ლოცვით, რომელიც გუშინ მე წავიკითხე”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, როდესაც ვამბობთ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის საქართველოს მფარველი, ამით მეტია პასუხისმგებლობა და მეტი მოგვეკითხება. მან მრევლს მოუწოდა, ყოველ დღე წაიკითხონ ღვთისმშობლის ლოცვები.

მრევლს დღეს მეფეების, დედოფლებისა და კათოლიკოს-პატრიარქთა მოსახსენებელი დაურიგდათ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი