20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (18.02.2018)

საკვირაო ქადაგება (18.02.2018)

18 თებერვალს, სამების საკათდრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

“თუკი ვერ მიუტევებ და არ ისწავლი მიტევებას, რამდენიც გინდა იმარხულე, ილოცე, თუ გნებავს, ეკლესიაში იცხოვრე – აზრი არ აქვს,” – მეუფე შიო აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას, მიტევების მნიშვნელობაზე იქადაგა და მრევლს მიმართა, რომ თუკი ადამიანს მიტევების უნარი არ აქვს, ყველაფერი ფუჭი და ამაოა.

„ღვთის მიერ ცოდვათა მიტევება ეწოდება იმას, როდესაც სულიწმინდის მადლი მოდის ჩვენს სულში და ჩვენს ცოდვებს განწმენდს. ეს ვერ მოხდება, თუკი ჩვენ გულში ჩატოვებული გვექნება მიუტევებელი წყენა სხვა ადამიანის მიმართ. ამიტომ თუკი გვინდა, რომ უფალს დავუახლოვდეთ და მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდროთ, უნდა ვეცადოთ, რომ ეს გამოვასწოროთ“, – განაცხადა მეუფემ.

მარხვის მნიშვნელობაზე საუბრისას მეუფე შიომ ხაზი გაუსვა, რომ ეს ადამიანისთვის საიდუმლო უნდა იყოს.

„უფალი ამბობს, როცა მარხულობ, ნუ ეჩვენები ადამიანებს, ანუ სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, არამედ საიდუმლო იყოს შენი მარხვა. მარხვა ინდივიდუალური რამ არის. ყველა ადამიანი არის თავისებური თავისი ჯანმრთელობით, ოჯახური პირობებით, ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებით. ამიტომ ეს არის ძალიან თავისებური რამ და ყველა თავისებურად მარხულობს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ, ვინ როგორ მარხულობს და მეც ჩემს მარხვაზე არ უნდა ვისაუბრო და ვიმსჯელო, თუ როგორ ვმარხულობ. მარხვა ეს არის ერთ-ერთი საშუალება სულის სიმდაბლის მოპოვების. თუკი სიმდაბლის ნაცვლად, მარხვა ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს, ყოველდღე ხორცი ჭამო, ვიდრე ისეთნაირად იმარხულო, რასაც არავითარი აზრი არ აქვს“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფია განმარტებით, მარხვა არის იმისთვის, რომ ადამიანმა ცხოვრების მატერიალური ნაწილის შეზღუდვა შეძლოს. „შევიკავოთ თავი გარკვეული სახის სანახაობებისგან, გარკვეული სახის საკვებისგან, გარკვეული სახის წესებისგან, რაც სასუფევლისკენ სვლაში ხელს გვიშლის. უფრო მეტად განვამტკიცოთ ის, რაც სულიერია“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები