მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (18.01.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.01.2015 | 1,884 ნახვა

პატრიარქი18 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ:

“დიდება და მადლობა უფალს წყალობისათვის, კურთხევისათვის. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ კიდევ შევხვდით ნათლისღების დღესასწაულს. დღეს არის ის დღე, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე მივიდა იორდანეს და იოანე ნათლისმცემელმა იხილა რა უფალი, უთხრა ხალხს, მოციქულებს: აჰა, კრავი ღვთისა, აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა.

ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის, რომ წყალობა ღვთისა უხვად გადმოდის საქართველოზე.

დღეს შესრულდა დიდი აიაზმა. წელიწადში ორჯერ სრულდება დიდი აიაზმა, ნათლისღებას და ნათლისღების წინა დღეს.
დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, აკურთხოს ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა, ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი და წარსული.
ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს.

მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება სუფევდეს ჩვენთან და მთელ მსოფლიოში. ღმერთმა დაამშვიდოს მსოფლიო. თქვენ ხედავთ როგორ მღელვარე დროს ვცხოვრობთ ჩვენ, ამიტომ უფალი მოგვცემს წყალობას და დამშვიდდება ყველაფერი.

დღეს ჩვენ შევთხოვეთ უფალს, რომ გაამთლიანოს საქართველო. ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ღმერთმა დალოცოს მთელი საქართველო”, – ბრძანა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი