მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (17.08.2014)

საკვირაო ქადაგება (17.08.2014)

17 აგვისტოს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და კმაყოფილება გამოთქვა, რომ დღევანდელ წირვას ჯარის ნაწილი დაესწრო, სამება რადგან რამდენიმე წლის უკან ეს წარმოუდგენელი იყო.

“ძველი რომაელები ამბობდნენ: “დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად”. მაგრამ ადამიანმა უნდა შეხედოს, როგორ იცვლება. ადამიანის ცხოვრება არის კიბე. იგი ადის მაღლა, ან ეშვება დაბლა.

ჩვენ გვესწრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი გენერლებთან ერთად, აქ არის ჯარის ნაწილი, ჩვენი მორწმუნენი. … მადლობა ღმერთს, რომ ვიცვლებით უკეთესობისკენ.

მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი წირვას ესწრება. ქართველი ხალხი მათ უყურებს როგორც საკუთარ შვილებს. ის გაუცხოება, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს, აღარ არის. ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენი ჯარის ნაწილი წირვას ესწრება.
მე მინდა ვთქვა, დღვანდელი დღე განსაკუთრებულია კიდევ იმით, რომ დღეს მინისტრთან ერთად ხელი უნდა მოვაწეროთ თანადგომისა და თანამშრომლობის დოკუმენტს,” – ბრძანა უწმიდესმა და დასძინა, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ჩვენი ჯარი მშვიდობიანად გრძნობდეს თავს და არასდროს არ იყოს გამოყენებული.

“პოლიტიკოსები ამბობდნენ: თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ჯარი უნდა იყოლიო. ამიტომ ჯარი უნდა იყოს ძლიერი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა. სულ რამდენიმე დღის უკან ჩვენ ვიყავით დიდგორზე. უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. სანამ იქნება დედამიწა, ეს ბრძოლა – დიდგორი იქნება. შევთხოვთ უფალს, რომ საქართველო მუდამ გამარჯვებული იყოს,” –აღნიშნა უწმიდესმა.

ილია მეორის თქმით, ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელი და გამოცდაა. მან მართალი იობის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ამბობდა: “გამოცდა ხომ არ არის ადამიანის ცხოვრება დედამიწაზეო?”

“ადამიანის ცხოვრება ნამდვილად გამოცდაა ყველასთვის და ღმერთმა მოგვცეს ძალა და ღონე, რომ საქართველომ აიტანოს ეს გამოცდა. უნდა ითქვას, რომ ის მძიმე სიტუაცია, რომელიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში არსებობს, მეტად საშიშია. ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა კაცობრიობა არა მარტო მისულა უფსკრულთან, არამედ ჩაუხედავს უფსკრულში და სასწაულმა, ღვთისწყალობამ გადაარჩინა კაცობრიობა,” – ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა დალოცა ქართული ჯარი, საქართველო, მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი.
“უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. მე იმედი მაქვს, რომ მშვიდობა გაიმარჯვებს და მშვიდობიანი მომავალი იქნება არამარტო საქართველოში, არამედ – მსოფლიოში,” – ბრძანა უწმიდესმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები