13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (17.04.2016)

საკვირაო ქადაგება (17.04.2016)

ილია მეორე 17 აპრილს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ ის არის მაგალითი, თუ როგორ უნდა აღდგეს ადამიანი ცოდვებისგან და მოიკრიბოს ძალა,რათა განიკურნოს ვნებებისგან.

„როცა ჩვენ ვფიქრობთ დღევანდელ დღეზე, ხალხზე, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ეცემა ცოდვებში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჟამი მოახლოებული არს ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად განვწმინდოთ ჩვენი გონება. საოცარია, რომ ადამიანი ეცემა სულიერად და არ გრძნობს, რომ ის ეცემა. საოცარი არის ის, რომ ცოდვა თანამედროვე ადამიანს არ მიაჩნია ცოდვად და ყველაზე საშიში ეს არის“, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დიდ დღესასწაულს ღირსეულად შევხვდეთ.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები