მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (16.03.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.03.2014 | 2,485 ნახვა

16 მარტს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმიდესმა ქადაგებისას ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირვველ არიან საქმენი შენნი, ნამდვილად მიუწვდომელია საქმენი უფლისანი, პატრიარქი ადამიანის გონება ვერ სწვდება ამას და ძალიან ხშირად ჩვენ გვინდა ავხსნათ ესა თუ ის მოვლენა, ადამიანური გონებით, მსჯელობით და ჩვენი ანლიტიკური აზროვებით. მე არაერთხელ მისაუბრია თქვენთან, რომ ადამიანს სჭირდება ცოდნა ანალიტიკური აზროვნებისა, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, თავისი სიკეთითა და ბოროტებით და ყოველი ადამიანის მოვალეობაა გააანალიზოს, დაინახოს სადაა კეთილი და სად – ბოროტი. როცა ჩვენ ვფიქრობთ ანალიტიკური აზროვნებით ესა თუ ის მოვლენა გამომდინარეა რაღაც მიზეზისგან.

ანალიტიკური აზროვნებაა, როცა ადამიანი ფიქრობს ერთ მოვლენაზე, საგანზე, ანაწევრებს მას და განიხილავს სხვადასხვა მხრიდან თითოეულ მათგანს და ბოლოს ისევ აერთიანებს.

ეს საჭიროა იმისათვის, რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ანალიტიკური აზროვნების გარეშე იწყებს ამა თუ იმ საქმეს, იწყებს იმ დროს როცა არ არის მზად ამისათვის, ამიტომ ანალიტიკური აზროვება ძალიან საჭიროა და ვფიქრობ, რომ ჩვენი განათლების სამინისტრო მივა იმ დასკვნამდე, რომ საშუალო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში იქნება შეტანილი ანალიტიკური აზროვნება,“ – ბრძანა უწმიდესმა.

კათოლიკოს პატრიარქმასტამბოლში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა:

„მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სტამბოლში. მსოფლიო პატრიარქმა მოიწვია ყველა მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები.

ჩვენ გვქონდა მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში. მსოფლიო პატრიარქი და სხვები ფიქრობენ, რომ გამოიკვეთა ისეთი საკითხები რომელიც უნდა იყოს განხილული კრებაზე, ამას ყველა უჭერს მხარს მაგრამ ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ჯერ ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი და მერე უნდა ვიფიქროთ ამ კრებაზე. ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადედებელი ეკლესიის სულიერი ძალისა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და გონება უნდა სუფევდეს,“– ბრძანა ილია მეორემ.

უწმიდესმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩატარებული ერთობლივი წირვის შესახებაც ისაუბრა:

„გასულ კვირას ეწოდებოდა მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობლივი წირვა შევასრულეთ, საოცარი იყო რომ მრევლის ნახევარზე მეტი იყვნენ ქართველები. ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ, მაგრამ, მეორე მხრივ, მეწყინა რომ უცხოეთში ამდენი ქართველია გადახვეწილი. ჩვენ რომ შევხვდით ერთმანეთს იქ ატყდა ტირილი და ამდენი პატრიარქი გაკვირვებულები გვიყურებდნენ თუ რა ხდებოდა, ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის. მე მოუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში. “სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“. უცხოეთი კარგია როცა ადამიანი, სწავლობს, ცოდნას იღებს, მაგრამ საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა ეს არის გადაგვარება ერისა, ამიტომ ძალიან საშიშია. რაც არ უნდა გაუჭირდეს ადამიანს, გაჭირვების გამო არ უნდა წავიდეს უცხოეთში. არ უნდა დავხარბთეთ იმ ხელფასებს, ფულს რომელსაც საზღვარგარეთ აძლევენ. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით, – აღნიშნა პატრიარქმა და ისურვა, რომ გამთლიანდეს ქართველი ხალხი, ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს ჩვენი მწყემსი.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ანალიტიკური აზროვნების დეფიციტის შესახებ პატრიარქის წუხილი – სწორი იქნება თუ ვიტყვით, ზარების რეკვა სრულიად გასაგებია, რადგან თანამედროვე კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა და კიდევ მრავალმა მიზეზმა, რომელიც ახალი რეალობების არაადექვატურად აღქმას უკავშირდება, ძალიან პასიური გახადა ჩვენი ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილი. სწორედ უწმინდესის ასეთი ავტორიტეტული და მრავალგზისი (საპატრიარქოს უწყებანი #24(424), 2007 წელი, საკვირაო ქადაგება, 8 ივლისი, 2007 წელი), http://www.ambioni.ge/sakvirao-qadageba-05-01-2014, http://www.ambioni.ge/sakvirao-qadageba-02-02-2014 ) მოწოდება თუ უშველის ანალიტიკური აზროვნების სწავლის პროცესის გააქტიურებას და ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას.

    სწორედ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანს შეეძლება მტკიცების პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით გააკეთოს მრავალ ფაქტორზე დამოკიდებული სწორი დასკვნები, მუდმივად მზად ჰქონდეს პასუხი მრავალ ცხოვრებისეულ კითხვაზე. მას შეეძლება გაიაზროს მოცემულ პირობებში შესაძლებელია თუ არა გარკვეული ჩანაფიქრის (საქმის) განხორციელება. თუ შესაძლებელი არ არის, მაშინ უნდა გაიაზროს რატომ არ არის შესაძლებელი. თუ ამ კითხვაზე დადებით პასუხს მიიღებს, ანუ თუ ჩანაფიქრის (საქმის) განხორციელება შესაძლებელია, მაშინ მისი განხორციელებისათვის საკმარისია თუ არა გარკვეული პირობები. თუ ეს პირობები საკმარისი არ არის, მაშინ რა იქნება მისი არასაკმარისობის მაჩვენებელი და რა პირობები უნდა დაემატოს იმისათვის, რომ ის საკმარისი გახდეს. შეეძლება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გარკვევა (აუცილებელი და საკმარისი პირობის დადგენა), ინდუქციური დასკვნების გაკეთება და რაციონალური წინასწარხედვა (როდესაც ”უნდა წარმოვიდგინოთ არა მარტო ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. დასკვნას, ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება” – ბრძანებს პატრიარქი http://www.ambioni.ge/sakvirao-qadageba-02-02-2014). ცნობილი გამოთქმის თანახმად, “ადამიანის ჭკუა შეიძლება განისაზღვროს იმით, თუ როგორი სიზუსტით გამოითვლის ხოლმე იგი მომავალს ან საქმის დასასრულს.” იმ ადამიანს ვინც ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას ისწავლის, შეეძლება სწორი დასკვნების გაკეთება, შეეძლება იპოვოს შეცდომები დასკვნებში და გაასწოროს იგი, სწორად წარმართოს კამათი და მიაღწიოს მასში მოწინააღმდეგის დამარცხებას და მრავალი სხვა.

    პატრიარქის მოწოდებებისა და აბიტურიენტებისა და მაგისტრატურაში ზოგადი უნარების ჩამბარებელთათვის არსებული პრობლემების გადასაწყვეტად შეიქმნა ”ზოგადი უნარების ლოგიკის თვითმასწავლებელი” http://bjlyceum.ge/Siaxle.html, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების თვითმასწავლებელიც. ის მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა გაყიდვაში და არის ერთადერთი წიგნი, რომელშიც ამოხსნილია და გაანალიზებულია საგამოცდო ტესტების ლოგიკის სავარჯიშოები. გარდა ამისა, მასში განხილული სავარჯიშოები (900-ზე მეტი) სწორედ პატრიარქის მიერ ზემოთაღნიშნულ და თემატურად მსგავს საკითხებს ეხება. მისი დახმარებით ხდება ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლება და ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტების მომზადება საბანკო-იურიდიულ ლიცეუმში (www.bjlyceum.ge). ახლა მიმდინარეობს ამ თვითმასწავლებელის გამარტივება უფრო დაბალი კლასის მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ ლიცეუმში შეიქმნა ერთ-ერთი პირველი ”კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლების” დამხმარე სახელმძღვანელო 2000 წელს და მოხდა მისი სწავლება, რომელიც შემდეგ სახელმწიფო სკოლებშიც გავრცელდა. ასევე პირველად აქ დაიწყო ეკონომიკის სწავლება ”გამოყენებითი ეკონომიკის” ცნობილი სახელმძღვანელოთი. ლიცეუმი ახლაც ცდილობს იყოს პირველი ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლებაში.

    იმედი გვაქვს, რომ პატრიარქის ძალისხმევით გაცნობიერდება ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების სწავლების აუცილებლობა და მისი სწავლება აღნიშნული თვითმასწავლებლით სხვა კერძო და საჯარო სკოლებშიც გავრცელდება.
    ჩვენ აგრეთვე მზად გვაქვს უმაღლესი სასწავლებლებისათვის უფრო მაღალი დონის ლექციების კურსი სახელწოდებით ”დასაბუთებისა და კამათის თეორიის პრაქტიკული კურსი” – 450 გვ.

  • აუცილებელია ანალიტიკური აზროვნების სწავლება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. განსაკუთრებით მისი სწავლება საჭიროა კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალობებისათვის, რადგან დაპროგრამების საკითხებისა და კომპიუტერული ენების სწავლება პირდაპირ მოითხოვს მრავალფეროვანი ლოგიკური მსჯელობებისა და ოპერაციების ცოდნას. ასევე არსებითად საჭიროა მისი ცოდნა მრავალი ტექნიკური სპეციალობის სტუდენტებისათვისაც. იმის გამო, რომ სკოლაში არ ისწავლება, ამიტომ აუცილებელია ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნება უმაღლეს სასწავლებლებში მაინც ისწავლებოდეს, როგორც ზოგადი განათლების საგანი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი