25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (15 მაისი 2011 წელი)

საკვირაო ქადაგება (15 მაისი 2011 წელი)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება

უწმიდესისახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ქრისტე აღსდგა!!!
დღეს მინდა ვესაუბრო ჩვენს აბიტურიენტებს, ჩვენს ახალგაზრდობას.
მსურს გითხრათ, რომ ადამიანის ცხოვრების გზა – ეს არის რთული პროცესი.

მთავრი გახლავთ ის, რომ პიროვნებამ სწორი მიმართულება აირჩიოს.

უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ბრძანებს: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”.

როცა ადამიანი მორწმუნეა, ლოცულობს, ამბობს აღსარებას, ეზიარება. უფალი მას გონებას უხსნის და ამ შემთხვევაში სწორ გზას ირჩევს იგი.

მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა. რამდენი შეცდომა, რამდენი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს. მაგრამ საბოლოოდ უფალმა მიჩვენა გზა, იმ გზით მატარა და მატარებს…

უპირველეს ყოვლისა, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ოჯახის ცხოვრების წესი. ყოველ საღამოს ჩემი მშობლები დაგვაყენებდნენ ხატების წინ ბავშვებს, თუ სტუმრები იყვნენ, იმათაც და დაახლოებით ოცი წუთი ვლოცულობდით.

მამა ზეპირად ამბობდა ძილის წინ სათქმელ ლოცვებს. შემდეგ გვასხურებდა ნახურთხ წყალს, ვემთხვეოდით ჯვარს, სახარებას და მივდიოდით დასაძინებლად.

ყველაფერი დიდი სითბოთი სრულდებოდა. ეს გახლდათ მკურნალობა სულისა და ხორცისა.

ხატების წინ მუდამ ენთო კანდელი, რომელიც მთელ სახლს ათბობდა სულიერად და ისეთი გავლენა ჰქონდა ჩვენზე, რომ აქრობდნენ შუქს და მხოლოდ კანდელი ენთო…თითქოს უფალი გიწვევდა სასაუბროდ და ვიწყებდით ლოცვას…

მე ნათქვამი მაქვს და ეპისტოლეშიც არის დაწერილი: დასავლეთში იყო ერთი კაცი, რომელიც ესწრებოდა წირვებს და წირვის შემდეგ რჩებოდა ტაძარში, ჯდებოდა სკამზე და უყურებდა მაცხოვრის ხატს. ერთხელ მოძღვარი მივიდა მასთან და ჰკითხა:
– ლოცულობ?
– არა.
– ალბათ მხატვრობას სწავლობ…
– არა.
– მაშ, რას აკეთებ?
– მაცხოვარი მე მიყურებს, მე მას ვუყურებ და ჩვენ ერთად კარგად ვართო.

ამ უბრალო ყურებით სული და გონება ლოცულობდა და თავად გაჩუმებული იყო.

კანდელი სწორედ ამას მოგვიწოდებს. როცა სიმყუდროვეა ოთახში, თითქოს, ძალაუნებურად, უფალი გიწვევს და იწყებ ლოცვას…

ახალგაზრდები ისეთ ასაკში ბრძანდებით, როდესაც ყველაფერს აიდეალებთ. ძალიან იოლად უყურებთ თქვენ ცხოვრებას და როცა ის იმედები ვერ სრულდება, რასაც თქვენ ელოდებოდით, სასოწარკვეთაში ვარდებით.

ამიტომ ადამიანმა უნდა იფიქროს …

ერთ-ერთი დიდი გენიოსი, აკადემიკოსი ამბობს, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება – მცირე და დიდი. მცირე ჩვენი გონება და აზროვნება გახლავთ, დიდი კი – ჩვენი გული.

ამ შემთხვევაში, ახალგაზრდებმა უნდა ჩართოთ ორივე გონება, დიდიც და მცირეც. მცირე გონება აკონტროლებს დიდ გონებას, ანუ გულის გონებას, მის კულტურას.

არ შეიძლება მხოლოდ გულით იმოქმედოს ადამიანმა.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ სკოლებში აუცილებლად უნდა შემოვიდეს საგანი – განყენებული, ანუ ანალიტიკური აზროვნების კურსი და ისწავლებოდეს ისევე, როგორც დედა ენა, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა.

ანალიტიკური აზროვნება უნდა ისწავლებოდეს პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასამდე. სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღებთ განათლებულ და ღრმად მოაზროვნე პიროვნებას.

ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, თუმცა ეს არც ისე ადვილია. აქ გამოყენებული უნდა იყოს ლოგიკა, ფსიქოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოსოფია და ა.შ.

მე ასე წარმომიდგენია, რომ უნდა იყოს თეორიული მასალა და ამასთან, პრაქტიკული მაგალითები.

რა არის ანალიტიკური აზროვნება?

ადამიანი სანამ რაღაცას გააკეთებს, მანამდე აანალიზებს.

მაგალითად, შენ გინდა ააშენო სახლი. ჯერ უნდა იფიქრო, რა საშუალებები გაქვს.
ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, გააანალიზო თავიდან ბოლომდე და ამის შემდეგ დაიწყო მშენებლობა, თუ საშუალება გაქვს. ხოლო თუ არ გაგაჩნია ამისათვის სახსრები – არ უნდა წამოიწყო საქმე.

როცა ჩვენ სამების ტაძრის მშენებლობას ვიწყებდით, არაფერი გვქონდა, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნდა იმედი ღვთისა, რწმენა და სიყვარული უფლისა.
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთი მოგვცემდა საშუალებას იმიტომ, რომ ღვთის სახლი შენდებოდა…

როდესაც ტაძრის ქვაბულს იღებდნენ, მკითხეს, თუ სადამდე უნდა ამოეღოთ საძირკველი. მე ვუთხარი, რომ ამოეღოთ იქამდე, სანამ კლდე გამოჩნდებოდა. რადგან უფალი ბრძანებს: კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მასო.

ამოვთხარეთ 25 მეტრი და გამოჩნდა კლდის საოცარი პლატო. თითქოს სპეციალურად მოამზადა უფალმა იატაკივით სწორი კლდე და ამაზე დაფუძნდა ეს დიდებული ტაძარი.

ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

მახსენდება ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებიდან, როცა ის ამა თუ იმ ქვეყანას იპყრობდა, მასთან დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასეულობა, თვალ-მარგალიტი მოჰქონდათ, რასაც იგი ურიგებდა მხედართმთავრებს, ჯარისკაცებს და თვითონ არაფერს იტოვებდა.
მხედართმთავრები ეკითხებოდნენ: `შენ რაღა დაგრჩა?-ო, რაზეც იგი პასუხობდა: “მე დამრჩა იმედი”.

ალბათ, ლექსანდრე მაკედონელს რომ ეცხოვრა ქრისტიანულ პერიოდში, შესაძლოა წმიდანი გამხდარიყო. მან დატოვა ანდერძი, როცა გაასვენებდნენ, მისი ხელი ჩამოშვებული ყოფილიყო, რათა დაენახა ხალხს, რომ საიქიოში არაფერი მიჰქონდა.

მინდა ვუთხრა ჩვენს ახალგაზრდებს: ახლა თქვენ ცდილობთ გახდეთ სტუდენტები. რომც არ მოეწყოთ, არ უნდა გაგიტყდეთ გული. ეს არ გახლავთ ტრაგედია.

ისევ ჩემს ახალგაზრდობას გავიხსენებ. მე მქონდა შეტანილი საბუთები სამედიცინო უნივერსიტეტში, სამთო საინჟინროშიც, მაგრამ გამოვიტანე ორივედან და წავედი სასულიერო სემინარიაში. რვა წელი ვიყავი იქ. ოთხი წელი სემინარიაში და ოთხი წლის განმავლობაში აკადემიაში.
იმდენად მეხმარებიდა უფალი და ვგრძნობდი ღვთის მფარველობას, რომ ამ წლების მანძილზე ჩემს კურსზე პირველი მე გახლდით.

ასე რომ, მე გისურვებთ ჩაბარებას, თუმცა თუ ვერ მოეწყობით, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას.

ჩვენთან, საპატრიარქოს ეზოში კეთდება საფლავების ქვები მირიან მეფისა და ნანა დედოფლისთვის.

მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, ვისაც უნდა, რომ დაეუფლოს ქვის დახვეწილ ჭრას, მობრძანდით საპატრიარქოს ეზოში.

რაც გიყვარს, ის უნდა ისწავლო და ბედნიერი იქნები…

გისურვებთ ყოველივე კარგს… გისურვებთ, რომ უფალი მუდამ თქვენი მფარველი იყოს.

თუ რაიმე განსაცდელი შეგხვდებათ, გულს ნუ გაიტეხთ.
არის ძალიან სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები თავს იკლავენ, რაც უდიდესი ცოდვაა. ადამიანი თავისი ნებით აძლევს ეშმაკს სულს.

ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაბედოთ!

მეცნიერები და ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხი არ არსებობს, არც კედელი. თუ კედელი შეგხვდება, უნდა მოუარო და იპოვო ან ფანჯარა, ან კარი და არა – თავით გაანგრიო.

თუ ჩიხში იმყოფები, იქაც არის გამოსავალი. როგორც ჭკვიანი ხალხი ამბობს, ჩიხიდან სულ ცოტა – ორი გმოსავალია. ორიდან ერთი უნდა იპოვო და გამოხვიდე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ…
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

12 COMMENTS

  1. მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა. რამდენი შეცდომა, რამდენი არასწორი ნაბიჯი გადამიდგამს. მაგრამ საბოლოოდ უფალმა მიჩვენა გზა, იმ გზით მატარა და მატარებს
    – შეცდომებიც უფლისგანაა,რათა დაგვანახოს სწორი გზა,სხვაგვარად შეუძლებელია.
    ყოველ საღამოს ჩემი მშობლები დაგვაყენებდნენ ხატების წინ ბავშვებს, თუ სტუმრები იყვნენ, იმათაც და დაახლოებით ოცი წუთი ვლოცულობდით.
    – ეს ძალადობაა!
    მცირე გონება აკონტროლებს დიდ გონებას, ანუ გულის გონებას, მის კულტურას.
    – ეს აბსურდია!
    ანალიტიკური აზროვნება უნდა ისწავლებოდეს პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასამდე. სკოლის დამთავრების შემდეგ მივიღებთ განათლებულ და ღრმად მოაზროვნე პიროვნებას
    – აბა მათემათიკა რაღაა?!
    მახსენდება ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებიდან, როცა ის ამა თუ იმ ქვეყანას იპყრობდა, მასთან დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასეულობა, თვალ-მარგალიტი მოჰქონდათ, რასაც იგი ურიგებდა მხედართმთავრებს, ჯარისკაცებს და თვითონ არაფერს იტოვებდა.მხედართმთავრები ეკითხებოდნენ: `შენ რაღა დაგრჩაო?, რაზეც იგი პასუხობდა: “მე დამრჩა იმედი”
    – მინდა ვურჩიო, დიოგენზე წაიკითხოს.
    მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას, ვისაც უნდა, რომ დაეუფლოს ქვის დახვეწილ ჭრას, მობრძანდით საპატრიარქოს ეზოში.
    – უფრო მნიშვნელოვანია ტაძრის შენება სულში და არა ქვის ტაძრის.
    ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაბედოთ!
    – თუ გაბედეთ, ე.ი. უფლის ნებაა!
    მეცნიერები და ჭკვიანი ადამიანები ამბობენ, რომ ჩიხი არ არსებობს, არც კედელი. თუ კედელი შეგხვდება, უნდა მოუარო და იპოვო ან ფანჯარა, ან კარი და არა – თავით გაანგრიო.
    – უფრო მნიშვნელოვანია პათრიარქმა ბრძენ ადამიანების ნათქვამებზე ილაპარაკოს და არა მეცნიერებზე და “ჭკვიანებზე”. ყველა ადამიანი ჭკვიანია, ვინაიდან უფლისგან ბოძებულ სცენარის ასრულებს, ამიტომ ბრძენნი სწავლობენ უბრალო ადამიანებისგან და არა მეცნიერებისგან. ალბათ, პათრიარქზე შთაბეჭდილება მოახდინეს ექიმებმა და მედიცინის ბოლო მიღწევებმა.

  2. ვისაც პატრიარქის სიტყვების გაგება არ სურს, ვერ გაიგებს …

  3. როგორ შეიძლება ასეთი სიყვარულით ნაქადაგები ამგვარად გაიგო…

  4. მხოლოდ ფანათიკოსებისთვის მიუღებელია ანალიზი და კრიტიკა!

  5. კი, გეთანხმები,მაგრამ პატრიარქის კრიტიკა არ მიმაჩნია სწორად

  6. ყარამან ყარამანაო
    კაცი ხარ სალახანაო,
    არ მომწონს მე შენი სტილი
    ხომ არა გქვია ბასილი?

    ,,თავისუფლების” ინსტიტუტის ნაშიერო, ხელები შორს პატრიარქისგან. პირი გამოირეცხე და მერე ილაპარაკე პატრიარქზე.
    ისე ბოღმით სულ იბერებით და იბერებით და ფრთხილად იყავით ერთ დღეს მწარედ არ გასკდეთ.
    ამ თქვენმა საცოდავმა ბოდვამ რა უნდა დააკლოს უწმინდესს, უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩამოიხსენით ნიღაბი და აჩვენეთ თქვენი მახინჯი სახე ადამიანებს.
    გულწრფელად მეცოდებით, როგორც უწყლოდ დარჩენილი ბაყაყი.

  7. ყარამან შენ შენი გზა გაქვს სავლელი, და შენი ჰაერით სუნთქავ, შენ პირად აზრს ( ჩემი აზრით ბინძურ აზრს) ნუ ახვევ ხალხს ან ნუ ცდილობ მოახვიო, შენ შენი გზით იარე და შენი ჰაერით ისუნთქე, გამიხარდება თუ გონს მოხვალ, თუ არ გწამს უფლის და ჩვენი პატრიარქის სიტყვებში სიკეთეს ვერ ხედავ ეს შენ თავს დააბრალე და აქ ნუ აბინძურებ ჰაერს.

    დიდება უფალს.

    ჯამრთელობა და დიდ ხანს სიცოცხელ, მრევლის გამრავლეა, შიდა და გარე მტრებისგან დაცვა ჩვენ პატრიარქს.
    მადლობა უფალს რომ ილია 2 ის ეპოქაში ვცხოვრობ

  8. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი. ჩვენნაირი პატრიარქი არცერთ ერს არ ჰყავს

  9. ყარამან და ძმანო მისნო, იქნებ წაიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი უწმინდესის ლოცვა, წმინდა გიორგისადმი და ცოტა გონებაც გაგინათდეთ …

    ძლევაშემოსილსა, საკვირველთმოქმედსა, ბოროტის დამთრგუნველსა,

    დიდსა მოწამესა, წმიდასა ნათელ

    გიორგის

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II

    მოკრძალებული თხოვნა

    ტყვეთა განმათავისუფლებელო, ტანჯულთა შემწეო, უძლურთა მკურნალო და მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, ქართველთა დიდო იმედო, ძლევაშემოსილო წმიდა გიორგი, მე, მსასოებელი შენი, ილია II, წყალობითა და განგებითა ღვთისათა კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოსი, გევედრები, აწ და მარადის იყავ წინამძღვარ ქართველთა ერისა და მფარველ ეკლესიისა ჩვენისა.

    შენ ბრძანდები ოდითგანვე ერისმთავარი ჩვენი; ნუ დაივიწყებ ერსა შეცოდებულსა; მეოხ გვეყავ, რათა უფალმან შეგვინდოს და განკურნოს უძლურებანი სულთა ჩვენთანი; გვიხსნას: ურწმუნოებისა, ამპარტავნებისა და შურისაგან, ღვარძლისა, მტრობისა და ცილისწამებისაგან, ვერცხლისმოყვარეობისა, ურთიერთშუღლისა და წყევისაგან, სიძვისა, პატივმოყვარეობისა და სხვათა ქონების მითვისებისაგან და მოგვიტეოს უმეცრებანი ჩვენნი: ეკლესია-მონასტერთა ნგრევა, კერპთაყვანისმცემლობა, ცრუმორწმუნეობა…

    შესთხოვე უფალსა, რათა მოგვმადლოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, მოგვანიჭოს გრძნობები წმიდა და სული წრფელი; გაგვიხსნას გულისყური შეწევნად ქვრივთა, ობოლთა და მწირთა და ყოველთა გაჭირვებულთა, განამრავლოს ურთიერთშორის სათნოებანი და საქმენი კეთილნი.

    დიდმოწამეო გიორგი, განგვინათლე გონება, რომ ვცნათ უფალი, ვითარცა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; აღგვავსე ღვთაებრივითა სიბრძნითა, რათა ყოვლითა არსებითა შევიყვაროთ შემოქმედი, მოყვასი, მამული და ენა ჩვენი; ჰყავ გულნი ჩვენნი ლმობიერ და ურთიერთ ცოდვათა მიმტევებელ; მოგვიძიე და შეგვკრიბე ქრისტეს წმიდა ეკლესიაში.

    სასოებით შეგვედრებ ხალხსა ჩემსა, ქრისტეს გვირგვინოსანო მხედარო გიორგი; წმიდითა მახვილითა შენითა მარად დაგვიცევ და დაგვიფარე ბოროტთაგან და ყოველთა ძვირთა საქმეთა მათთაგან; ხოლო ჟამსა განკითხვისასა შუამდგომელ გვეყავ წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რათა ღირს ვიქმნეთ მოპოვებად საუკუნოისა ცხოვრებისა.

    მხურვალითა გულითა შეგთხოვ, შეეწიე საუკუნითგან გარდაცვალებულთა მამათა, დედათა და ყოველთა წინაპართა ჩვენთა და დასჯილნი სულნი სატანჯველთაგან იხსენ.

    მუხლმოდრეკილი გევედრები, წმიდაო გიორგი, ნუ უგულებელყოფ ვედრებასა ჩემსა, აკურთხე ერი ქართველთა და წმიდა ეკლესია მისი; მოიღე წყალობა ჩემ ცოდვილსაცა ზედა, რამეთუ მძიმეა ჯვარი ჩემი; შემეწიე და დამიცევ მადლითა შენითა, უძლეველო.

    ჩვენთან არს ღმერთი!

    შენი სულიერი შვილი,
    ძალისაებრ ჩემისა აღმასრულებელი ნებისა შენისა,
    მდაბალი ილია II

  10. yaraman, ufalma shegindos da gaginatos goneba rom mixvde reebs izaxi patriarkze, she nazirala maimuno shena!!!!!!!

    gmertma dalocos da gaazlieros chveni patriarki misi ucmindesoba da kartvelebis ertaderti mzrunveli, chveni gadamrcheneli, mrevlis simravle da didxans sicocxle misces ufalma chvens saimedot, chveni imedi da chveni sulieri mama ilia meore

  11. upals vtxov yvela qartvels gaunatos goneba da usminos chvens patriarqs.gmertma dalocos chveni eri da chveni patriarqi.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები