მთავარი » ქრისტიანობა

მირქმა – სადღესასწაულო ქადაგება (15.02.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.02.2015 | 1,354 ნახვა

15 თებერვალს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა აგარისა და წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ.

მეუფე გრიგოლ კაცია

მეუფემ მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის დღესასწაული, შეხვედრა ახალი და ძველი აღთქმისა, შეხვედრა ადამიანისა და ღმრთისა, – ზამთრისა და გაზაფხულისა.

“ეს დღე ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 2 000 წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა წმინდა სვიმეონი შეხვდა მაცხოვარს და თქვა საოცარი სიტყვები: “აწ, განუტევე, უფალო.” ამ ლოცვას ყოველ საღამოს და ამ დღეს ვამბობთ, ვუგალობთ ღმერთს. მაგრამ ამ შეხვედრისათვის ყოველი ადამიანი უნდა მოემზადოს, რამეთუ დღეს არამარტო მირქმის დღესასწაულია, ვიხსენებთ საშინელ სამსჯავროს, მეორედ მოსვლას.”

მეუფის თქმით, ყველაზე დიდი მოღვაწეობაა ხილულ ადამიანში დავინახოთ უხილავი ღმერთი.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი