12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (14.12.2014)

საკვირაო ქადაგება (14.12.2014)

14 დეკემბერს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

“სახარებაში ვკითხულობთ, სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რა არის ჩვენი საუნჯე, სად უნდა იყოს ჩვენი გული. დღევანდელ სახარებაში წავიკითხეთ: ადამიანი მივიდა მაცხოვართან და ჰკითხა: რა უნდა გაააკეთოს იმისათვის, რომ დაიმკვიდროს სასუფეველი. მაცხოვარი ეუბნება მცნებეს: პატივი ეც მამასა შენსა და დედაშა შენსა; არა იპარო; არა იმროში. მან კი უპასუხა, რომ ამ ყველაფერს იცავდა. შემდეგ მაცხოვარმა უთხრა: მაშინ წადი, გაყიდე შენი ქონება და მე შემომიდექო. მაცხოვარს თანდათან კიბეზე აჰყავს. სახარებაში წერია: წავიდა ეს კაცი მისგან მწუხარე, რადგან ფრიად მდიდარი იყო და დაენანა თავისი ქონება.

ქალი

ასეა, ეს ცხოვრება ჭრელია. სად არის საუნჯე და სად არ არის, სად არის სიმართლე და სად არის სიყალბე, ძალიან ძნელი გასარჩევია. ამიტომ, ღვთის ძალით და ღვთის მადლით უნდა გაეხსნას ადამიანს გონება, რომ იცნოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება. ჩვენი ხალხი უკვე გრძნობს და არჩევს სად არის კეთილი და სად არის ბოროტება”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, რომ საქართველოს გაძლიერებისთვის ღვთისმშობლის ლოცვა “მოწყალებისა კარი განმიღე” დღეში თორმეტჯერ თქვას.

“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, რომ დაცული იყოს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ, გეძლევათ ლოცვა-კურთეხევა, რომ თქვათ ღვთისმშობლის ლოცვა “მოწყალებისა კარი განმიღე” დღეში თორმეტჯერ”, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქი ქადაგებისას საყდრისში მომხდარი აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა.

“საყდრისთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საყდრისი. ამას ამბობენ მეცნიერები, რომ ეს არის უძველესი ოქროს საბადო საქართველოში. ამ დღეებში მოხდა აფეთქება და საქართველოს ეკლესია გმობს ამ აქტს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს აფეთქება მოაწყო. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ გამოძიებული იყოს, რათა დადგინდეს აქტის ჩამდენი და სათანადო სასჯელი მიიღოს”, – ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები