მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (14.09.2014)

საკვირაო ქადაგება (14.09.2014)

14 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით ილია მეორე მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა სრულიად საქართველოს საეკლესიო ახალი წელი მიულოცა.

“ყველას გილოცავთ საეკლესიო ახალ წელს. ღმერთმა ინებოს, რომ ამ მომდევნო წელს აღსრულდეს ჩვენი ყველა ლოცვა და თხოვნა უფლის მიმართ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიყვარული და სიხარული”, – ბრძანა ილია მეორემ.

ქადაგების დასასრულს უწმიდესმა დააჯილდოვა და არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე ხელაია.

როგორც ცნობილი გახდა, ხვალ, 09:00 საათზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისს აღავლენს. უწმინდესი დალოცავს სკოლის მოსწავლეებს, სასულიერო სემინარიისა და უნივერსიტეტების სტუდენტებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები