მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (14.07.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.07.2013 | 2,283 ნახვა

14 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბის ეპრქიის ეპისკოპოსმა იაკობმა და პეტრე–პავლობის დღე გაიხსენა.

„ეს იყო ჩემთვის ძალიან ძვირფასი, ბედნიერი დღე. მეუფე მელქისედეკთან ერთად ჩვენს მეზობელ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში მეუფე იაკობი მოსალოცად ვიყავით, ასევე – დედოფლის წყაროში, შემდეგ კი სამთაწყაროში ჩავედით. დაგვხვდა მამა ნიკოლოზი და მრევლი, რომლებმაც გულთბილად მიგვიღეს. აჭარელმა ძმებმა გვიმასპინძლეს. იქ იყო მუსულმანი აჭარელი, საოცარი ადამიანი. მასთან საუბრის მერე მივხვდი, რომ უფალმა ყველას გული იცის. მან თქვა: „ქრისტიანობა ერთადერთი რელიგიაა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით არ შესულა არსად, ღვთის სასწაულით ხდებოდა ყველა ქრისტიანიო“. წარმოიდგინეთ ადამიანი არ არის ქრისტიანი, მაგრამ როგორი შინაგანი კულტურა და სუფთა სინდისი აქვს, რომ ყოველივე ამას ხედავს. თქვა ისიც, რომ აჭარლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმიტომ მოგვაბნია უფალმა, რათა ჩვენი წინაპრების სარწმუნოებას დავუბრუნდეთო,“ – აღნიშნა მეუფემ.

მეუფე იაკობმა დღევანდელ ქადაგებაზე იმ პირებს მოუწოდა, ვინც ცდილობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთს გადაამტერონ. მეუფემ განაცხადა, რომ მათ ეს მცდელობა არ გამოუვიდათ არც ნიგვზიანში, არც ცივწყაროში, აქაც შერცხვნენ.

“ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ამას გეგმავს, არ გვინდა მათი სახელები ხმამაღლა ვთქვათ, იმიტომ, რომ იქნებ შეინანონ და გონიერებას მოუხმონ, რადგან ნამდვილად ჭკვიანი ადამიანები არიან. დღეს ბევრს იმუნიტეტი აქვს თავისი სამსახურიდან გამომდინარე, ზოგი სად მუშაობს, ზოგი – სად. ხომ შეიძლება, თქვენი გონება ცუდით არ იყოს დაკავებული, კარგსა და კეთილზე იფიქროთ, გაუკეთეთ თქვენ ერს სიკეთე და იქნებ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს თქვენში. ჩვენ არ გვინდა თქვენთან დაპირისპირება. შეხედეთ, რა ხდება გურულებისა და აჭარლების, სვანებისა და აჭარლების, ინგილოებისა და აჭარლების გადაკიდება მოგინდათ, მაგრამ არ გამოგივიდათ. ქართველებს გვყოფთ, ისევ ქართველები. სამარცხვინოა! თქვენი ცხოვრებით არც მართლმადიდებლებზე შეგტკივათ გული და არც მუსულმანებზე და არც ქრისტიანებზე. თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, როგორმე მუდმივად თანამდებობებზე იყოთ და ისე მართოთ ქვეყანა, როგორც თქვენს გაუკუღმართებულ აზროვნებას მოეწადინება. დაფიქრდით და იქნებ პირველი სიკეთით დაიწყოთ, იქნებ მიხვდეთ, რომ ქართველები ხართ. ერთი წვეთი სისხლი ხომ მაინც არის თქვენს ძარღვებში. ქართველებს აბუჩად ასაგდებს ნუ ხდით, უცხოელები ვერ უნდა ბედავდნენ ჩვენზე რაღაცეების ლაპარაკს, – ეს ღირსების შეურაცხყოფაა. ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა. ომის მოგება, რომელიღაც ქვეყნისთვის არ შეგიძლიათ და ღმერთს ომს როგორ მოუგებთ, ან გონიერება გეყოფათ?! საქართველოში რელიგიური შუღლი არასდროს არ ყოფილა და ნუ გამოგყავთ ჩვენი ქვეყანა ასე. თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ”, – განაცხადა მეუფემ.

თეა სულაბერიძე

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი