მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (13.09.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.09.2015 | 1,241 ნახვა

13 სექტემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა უნეტარესმა ილია მეორემ. სამება პატრიარქმა სტუდენტები დალოცა და ახალგაზრდობის წინაშე არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

“ხვალ სასწავლო წლის დასაწყისია. მოხარული ვართ, რომ აქ ბრძანდებიან ჩვენი ახალგაზრდები, რომელთაც ოქროს მედლები დაიმსახურეს და სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრეს. მინდა გითხრათ, რომ ახლა იწყება თქვენი მოღვაწეობა, დიდი პასუხისმგებლობა – პასუხისმგებლობა ღვთის, წინაშე, საკუთარი თავის, ოჯახის წინაშე, ამიტომ მზად უნდა იყოთ, ყოველი ადამიანი მზად უნდა იყოს განსაცდელისთვის, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს.

საერთოდ, ჩვენი ახალგაზრდობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ჩვენ ვერ გამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც კაცობრიობა იმყოფება – ნარკომანია და სხვა სენი დღევანდელი ახალგაზრდობის ნაწილს ახასიათებს. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხალხი ისეთი მადლით არის დაჯილდოებული, რომ ამ სენს დაძლევს და დიდი მოღვაწეობისთვის მოემზადება”, – ბრძანა სპატრიაქმა.

უწმიდესმა ამპარტავნებაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ბიბლიაში ნათქვამია, რომ უფალი ამპარტავანს შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს მადლს მიანიჭებს. ყველა ადამიანისთვის ყველაზე სანატრელია, რომ მასზე უფლის მადლი გადმოვიდეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი