მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (13.01.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.01.2013 | 1,610 ნახვა

13 იანვარს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვა მსოფლიო პატრიარქთან ერთად აღასრულა.

პატრიარქის ქადაგებამსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიების პატრიარქები სამების ტაძარში 10.00 საათისთვის მიბრძანდნენ, რის შემდეგაც ერთობლივი მსახურება დაიწყო.

წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად მას მინანქრით შესრულებული დავით წინასწარმეტყველის ხატი უსახსოვრა.

“დღეს არის ხსენება წმიდისა წინასწარმეტყველისა დავითისა და შევთხოვთ მას, რომ საქართველოსა და მთელს მსოფლიოში მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: “დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობასა და დიდებას. დავით წინასწარმეტყველმა ისრაელი რომ გააერთიანა და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი აქებდა, მან კი გააჩერა მსვლელობა და უთხრა: “უფალი მეფობს და არა მე”. დღეს, როდესაც აღინიშნება ჩემი აღსაყდრებისა და დაბადების თარიღები და როდესაც ამბობენ, რომ რაღაც მე გავაკეთე, მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს უფალი აკეთებს, რადგან უფალი მეფობს. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვამაყობთ, რომ აქ ბრძანდებით და დიდია თქვენი დამსახურება მსოფლიოს წინაშე”, – მიმართა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს.

სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი მისალოცი სიტყვებით მიმართეს ასევე სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პატრიარქებმა და ბულგარეთის პატრიარქის მოსაყდრემ.

იხილეთ სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი