მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (11.10.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.10.2015 | 1,768 ნახვა

11 ოქტომებრს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

“მოგვიახლოვდა დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაული სვეტიცხოვლობა. სამშაბათს საღამოს აღევლინება ლოცვა, სამება ოთხშაბათს კი საზეიმო წირვა სვეტიცხოველში, მცხეთაში. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ ამ დიდ დღესასწაულს”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგების შემდეგ დალოცა შემდეგი გვარები: შულაყიძეები, ხეთაგურები, თექთურმანიძეები და ნანიკაშვილები.

სვეტიცხოვლობა 14 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაულზე საზეიმო წირვას უწმინდესი, მღვდელმთავრებთან ერთად, სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

თბილისიდან მცხეთაში მრევლს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება, რომლებიც საპატრიარქოს ტერიტორიიდან დილის 08:00 საათზე გავა.

სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკვანმა დემეტრემ განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მცირეოდენი ცვლილებაა საღვთისმსახურო ტიპიკონში: – დღევანდელი საღამოდან სადაგი დღის ლოცვები დაიწყება 16:00 საათზე, ხოლო შაბათი დღის ლოცვა და სადღესასწაულო ლოცვები – 17:00 საათზე, ნაცვლად 18:00 საათისა. წირვის დაწყების დრო უცვლელად რჩება და ის ყოველთვის 10:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს, საღამოს – ღამისთევის ლოცვა 18:00 საათზე დაწყება, ხოლო წირვა 10:00 საათზე.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი