მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (10.07.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.07.2016 | 2,478 ნახვა

10 ივლისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა გიორგი მთაწმინდელისა და კირიონ მეორის ღვაწლზე იქადაგა და აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში ზოგიერთ ადამიანს განსაკუთრებული როლი აქვს. მან ისუაბრა გიორგი მთაწმინდელის როლზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის განმტკიცების თვალსაზრისით. უწმიდესის თქმით, ასევე განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე პატრიარქ კირიონ მეორეს.

„შევთხოვთ ამ ორ წმინდანს, რომ მშვიდობა და ურთიერთგაგება სთხოვონ უფალს საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ხედავთ, რამდენად რთულია თანამედროვე ცხოვრება. ძალიან ხშირად კაცობრიობა მიდის უფსკრულთან და არა მარტო მიდის, არამედ იხედება უფსკრულში. ღმერთმა დაიფაროს, დაგროვილია ისეთი იარაღი, რომ შეიძლება სიცოცხლე მოისპოს დედამიწაზე, ამიტომ წმინდათა ლოცვა გვიშველის ჩვენ“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.

პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სიონში 12 ივლისს, 09:00 საათზე დაიწყება. 12 მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობა) დაკავშირებით, სვეტიცხოველში 12 ივლისს, 19:00 საათზე, ლოცვა აღევლინება, წირვა კი 13 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი