10 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ესპანეთში მოღვაწე არქიმანდრიტი სერაპიონი (გრიგოლიშვილი) და მღვდელმონაზონი მირიანი (შენგელია) დააჯილდოვა.
პატრიარქმა დღეს რვა გვარი დალოცა.
პატრიარქმა დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა.
კათალიკოს-პატრიარქის დალოცვას სამების საკათედრო ტაძარში სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძე და რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
უწმიდესმა დალოცა სოფელი ასკანა, ასევე – ტექნიკური უნივერსიტეტის ანსამბლი “მერანი”.

გამარჯობათ.ძალიან მაინტერესებს გვარის დალოცვასთან დაკავშირებით ვის უნდა მივმართოთ და რა პროცედურებია საჭირო..მადლობა წინასწარ.