20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (10.03.2013)

საკვირაო ქადაგება (10.03.2013)

პატრიარქი

10 მარტს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ილია მეორე: “დღეს სამოციქულოს წინ ითქვა წარდგომა: “უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.”

ეს ორია ჩვენი სანუკვარი თხოვნა: “ძალა და მშვიდობა”. მაგრამ თუ ძალა ღვთისა არ იქნა, არ იქნება მშვიდობაც. თუ ღმერთი სწყალობს ადამიანს, მშვიდობაც იქნება, სიხარულიც, სიყვარულიც. ერთგული ადამიანებიც გეყოლებათ. თუმცა ყოველმა ჩვენგანმა ეს თავისი შრომით უნდა დაიმსახუროს.”

უწმიდესმა სახარების შესახებაც ისაუბრა: “უფალი მეორედ მოსვლის ჟამს დაჰყოფს ხალხს, როგორც ჰყოფს მწყემსი თხებსა და ცხვარს მარცხნივ და მარჯვნივ. მარჯვნივ მდგომთ ეტყვის: მოვედით თქვენთა, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, მე ვიყავი მშიერი და მომეცით თქვენ საჭმელი, ვიყავი მწყურვალი და მასვით, ვიყავი ავადმყოფი და მომხედეთ, ვიყავი საპყრობილეში და მოხვედით ჩემთანო. ხალხი იკითხავს: როდის გიხილეთ შენ ან მშიერი, ან მწყურვალი, ან ციხეში, ან საავადმყოფოშიო? მაცხოვარი კი მიუგებს: რაც გაუკეთეთ თუნდაც ერთ ადამიანს, ის გამიკეთეთ მეო. ასევე მიმართავს მარცხნივ მდგომთ, თუმცა სრულიად საწინააღმდეგოს: ვიყავი მშიერი და თქვენ არ მაჭამეთო და ა.შ.

პატრიარქმა წირვის დასასრულს უფალს შესთხოვა, რომ “სრულიად საქართველო, ყოველნი ქართველნი და მთელი მსოფლიო, ღვთის წყალობით, ღირსი გახდეს მარჯვენა მხარისა, სასუფევლისა.”

თეა სულაბერიძე

იხილეთ ქადაგება სრულად:

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. chveno uwmindeso da utkbileso,roca giyurebt sul metireba sul jamrtelobas gisurvebt da sul mixaria suls uxaria…ufalma jamrteli gamyofot,ufalma mogcet dgegrdzeloba da didxans yopiliyavit chveni patriarqi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები