მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (08.12.2013)

საკვირაო ქადაგება (08.12.2013)

მეუფე იოანე გამრეკელი სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).

მეუფე იოანემ მე-20 საუკუნეში ეკლესიისადმი მოვლენილი განსაცდელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელი რეჟიმის დევნის შედეგად საქართველოში 2 ათასიდან მხოლოდ 50-მდე ეკლესია დარჩა. მისივე თქმით, ურწმუნოები დღესაც არიან და ებრძვიან ეკლესიას, მაგრამ ისინი წინ ვერ აღუდგებიან უფლის ნებას და პატრიარქის ავტორიტეტს.

“უწმიდესის დაუღალავი შრომით მთელი ერი მოქცეულია. როდესაც უცხოელები გამოკითხვას ატარებენ და მოსახლეობას ეკითხებიან, ვის ენდობით ყველაზედ მეტად, 90 პროცენტი პასუხობს, რომ პატრიარქს ენდობა,” – ბრძანა მეუფემ.

მეუფე იოანემ ქადაგებისას წმიდა კლიმენტი რომაელის ცხოვრებაზეც ისაუბრა და მრევლს მისი ხსენების დღე მიულოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები