21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (08.07.2012)

საკვირაო ქადაგება (08.07.2012)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი.

მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ყველაზე დიდი ფასეულობა დედამიწაზე ღვთის რწმენა, სამშობლო და ადამიანია. ამას უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს.

მსურს, ჩვენს ახალგაზრდობაზე უფრო ხშირად ვიფიქროთ. ჩვენი ახალგაზრდა თაობა ჭკვიანია. ეს ის ადამიანები არიან, რომელნიც საარსებო წყაროს ეძებენ, რაც ძალიან ხშირად არ არის და სჩადიან დანაშაულს. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ციხეებში მყოფ ჩვენს შვილებს უნდა მივაქციოთ. მინდა ყველას გთხოვოთ, არა მარტო იფიქროთ მათზე, არამედ მოინახულოთ. არ გახლავთ აუცილებელი ნათესავები ან ოჯახის წევრები იყვნენ.

ხშირი შემთხვევაა,როცა პატიმრის ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მათაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ერთი შემთხვევა მახსენდება…მე მივიღე წერილი პატიმრისაგან, რომელიც მწერდა რომ მის ოჯახს ძალიან უჭირდა და თუ საშუალება გვქონდა დავხმარებოდით. დავეხმარეთ მის ოჯახს. რამდენიმე თვის შემდეგ პატიმარი ციხიდან გამოუშვეს და მეუღლესთან ერთად ჩემთან დახმარებისათვის მადლობის სათქმელად მოვიდნენ.

ვრცელდება ხმები, ჩვენს პატიმრებს თითქოს უხეშად ექცევიან. მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც ეს საკითხი ეხება – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატიმარს შეურაცხყოფა მივაყენოთ, მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფა. არავინ არაა დაზღვეული პატიმრობისაგან. ციხეების ხელმძღვანელებს მამაშვილური სიყვარულით, პატივისცემით მინდა ვთხოვო, დაეხმარეთ, უშველეთ მათ. ახალგაზრდობა, რომელიც ციხეშია, ეს ის ასაკია, რომელიც ოჯახს უნდა ქმნიდეს და არა ციხეში იჯდეს.

იმედი მაქვს, რომ მიაქცევთ ყურადღებას. მეორედ მოსვლის დროს უფალი ბრძანებს: მე ვიყავი ავადმყოფი, ვიყავი პატიმარი და თქვენ მომხედეთ მე და ლოცავს იმ ხალხს, ვინც ამ სიკეთეს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს პეტრე-პავლობაა. წირვა-ლოცვა შესრულდება სამების საკათედრო ტაძარშიც, პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაშიც. ოთხშაბათ საღამოსა და ხუთშაბათს სამების ტაძარში წირვა-ლოცვას შევასრულებ. პეტრე-პავლობის მეორე დღეს სვეტიცხოვლობაა. თქვენ იცით, სვეტიცხოველი თორმეტი მოციქულის სახელზეა აშენებული. თორმეტი მოციქულის დღესასწაული პეტრე-პავლობის შემდგომი დღეა. საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოველში შესრულდება.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა დალოცოს ჩვენი პატიმრები და მალე გამოიყვანოს ციხიდან, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები