მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (08.03.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.03.2015 | 2,825 ნახვა

8 მარტს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა საკუთარ თავთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ჩვენ ვცდილობთ ვებრძოლოთ საკუთარ ვნებებს და ცოდვებს, განიწმინდოს ჩვენი სული, გონება, სხეული, ილია მეორე მაგრამ ყველაზე რთული ყოფილა ბრძოლა საკუთარ თავთან. სხვასთან ბრძოლა ადვილია, საკუთარ თავთან კი – ძნელი. ადამიანი ხშირად ვერ ხედავს საკუთარ ცოდვებს, და თუ ხედავს, ამართლებს მათ”, – აღნიშნა უწმინდესმა.

ილია მეორემ აღსარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“აღსარება არის უდიდესი საიდუმლო. წმინდა მამები ამბობდნენ, აღსარება რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდაო. ღმერთი შეუნდობს ადამიანს ცოდვებს, რომელსაც იგი აღიარებს. ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა, გული წრფელი და წმინდა უნდა ჰქონდეს ადამიანს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ერთს ფიქრობს, მეორეს აკეთებს და მესამეს ლაპარაკობს. ასეთი ადამიანი ჭრელია.
უძველესი დროიდანვე ჰქონდა ადამიანს აღსარების მოთხოვნილება. წარმართები უძველეს დროს ზღვის ტალღებს უყვებოდნენ თავიანთი ცოდვების შესახებ, ხოლო ებრაელები – ვაცს, რომელსაც შემდეგ უდაბნოში უშვებდნენ,” – ბრძანა პატრიარმა.

უწმიდესის თქმით, მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს აღსარების უდიდესი საიდუმლო, რომელიც ადამიანს სულიერი განწმენდის საშუალებას აძლევს.

“ადამიანი უნდა მოემზადოს აღსარებისთვის. განიცადოს. არ არის საჭირო, დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ამბობს, ვისთან ჩაიდინა ცოდვა და გამოდის, რომ ის თავის კი არა, სხვის აღსარებას ამბობს. აღსარება უნდა იყოს პირადი. ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი დანაშაული”, – ბრძანა პატრიარქმა და მრევლს კურთხევა მისცა, დაწერონ აღსარება, სურვილის შესაბამისად, რადგან ის შეიძლება უდიდესი სულიერი და ლიტერატურული ნაწარმოები გახდეს.

დღესვე, პატრიარქმა დალოცა საქართველოში მყოფი ასურელები და მათი მოძღვარი, მამა სერაფიმე. უწმინდესმა ასურელი მამების ღვაწლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მათ გადაარჩინეს საქართველო მონოფიზიტობისგან. პატრიარქმა ქადაგების დასასრულს, იმედი გამოთქვა, რომ ასურელი ადამიანების დევნა და წამება შეწყდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი