მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (06.09.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.09.2015 | 1,806 ნახვა

6 სექტემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა არქიმანდრიტმა შიომ (ლომიძე). არქიმანდრიტი შიო ლომიძე მან მორწმუნეებს რამდენიმე იგავი უამბო რწმენისა და ურწმუნოების შესახებ და მრევლს მონანიების, თავმდაბლობისა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“თუ ადამიანმა ირწმუნა, რომ ქრისტე არის ყოვლადწმიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლადწმიდა სამება არის ჭეშმარიტი ღმერთი და ქრისტე არის ძე ღვთისა ცხოველისა, აღიარებს ამას, მოინათლება და ყველა ცოდვა ეპატიება და იბადება ქრისტიანად. მაგრამ, ამის შემდეგ აუცილებელია ყველა ის მოთხოვნა შეასრულოს, რასაც სარწმუნოება სთხოვს.

ვინც ეკლესიაში მოვიდა, მოინათლა ქრისტიანად, მიიღო ქრისტეს ნათელი და ბეჭედი სულისა წმიდისა, ის ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის მოთხოვნა, პასუხისმგებლობა, რაც აქვს დაკისრებული, თორემ ისე გაცილებით დიდი საფრთხის ქვეშ არის და როგორც ებრაელებს დაემართათ, ურწმუნოებით გარდაჰყვნენ და განიდევნენ ღვთის პირისგან, ასე მარტო ნათლობა ადამიანს თუ საქმეები არ შეეწია, არაფერში დაეხმარება” – ბრძანა არქიმანდრიტმა შიომ.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი