მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (06.07.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.07.2014 | 2,528 ნახვა

6 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი).

მეუფემ საკვირაო წირვაზე წაკითხული სახარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც ადამიანი უფალს სიმდაბლითა და წრფელი გულით მიმართავს, აუცილებლად შეეწევა.

„როცა მაცხოვარი კაპერნაუმად მივიდა, იქ მას ასისთავი შეხვდა. ასისთავი მაცხოვარს დახმარებას სთხოვს, რამეთუ მისი ერთ-ერთი მსახური ცუდად გახდა, მეუფე იაკობი მძიმე მდგომარეობაშია და დიდი იმედი, სასოება აქვს იესო ქრისტესი და სთხოვს მას, განკურნოს ავადმყოფი. მაცხოვარი რომ შეხედავს, გულით ეუბნება ეს ადამიანი, ეტყვის, რომ მის სახლში მივა. ამ დროს ასისთავი ეუბნება: არ ვარ ღირსი, ჩემს სახლში შემობრძანდე, მეც ვარ ადამიანი ხელმწიფების ქვეშ, მყავს ჩემი მსახურები და ვეტყვი მათ: მოდი და მოვა, -წადი და წავა, ჰქმენი და იმას აკეთებსო და ამიტომ სრულიად საკმარისია, მოინდომო და განიკურნება ჩემი მონაო. მაცხოვარი გაკვირდება ასეთი სარწმუნოებით. მაცხოვარმა ნახა, ასისთავს არათუ მხოლოდ ებრალებოდა ავადმყოფი ადამიანი, არამედ -როგორი სიყვარული ჰქონდა მოყვასის მიმართ. ზოგჯერ შეიძლება ადამიანი ცუდად იყოს, წამალი მიუტანო, დაეხმარო, ილოცო მისთვის და მთელი სულით ვერ გააკეთო და ასისთავს უპირველესი საზრუვანი ავადმყოფზე მზრუნველობა ჰქონდა. ეს რომ მაცხოვარმა ნახა, ღმერთი თვითონ სიყვარულია და უთხრა: შენი სარწმუნოებისამებრ იყოსო და მართლაც, განიკურნება ის ადამიანი.

ამიტომ, ჩვენ, დიდი რწმენა უნდა გვქონდეს და უფალს რასაც ვთხოვთ, სხვა ადამიანისთვის თუ ისე, აუცილებლად შეგვეწევა. სარწმუნოება, სასოება და სიყვარული- ეს სამი რამ ადამიანს ძალიან აღამაღლებს,“ – ბრძანა მეუფემ და ისურვა, რომ ღმერთმა ინებოს, გაგვეხსნას გონების თვალი და ვეძიოთ ღვთის ნება.

მეუფე იაკობის თქმით, ადამიანს ყველგან შეუძლია კარგის დანახვა და მიღება, თუ ამის სურვილი აქვს.
„იცით, ჩვენი უწმინდესი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბრძანდება. როდესაც გაბრძანდება და მერე საქართველოში ბრუნდება, რასაც კარგს ნახულობს, ბევრი რამ აქაც გადმოაქვს და აქაც მკვიდრდება. ყველგან შეიძლება კარგის ნახვა და კარგის მიღება, თუ ადამიანს გინდა მისი დანახვა,“- აღნიშნა მეუფემ.

მეუფე იაკობი მიწის გასხვისების შესახებ ისაუბრა და ბრძანა: „ხელაღებით ჩვენი წინაპრების ნაბრძოლი მიწის გასხვისება ცოტა დამაფიქრებელია და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დამოკიდებულებაში.“ მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ამ საკითხზე ახალი რეგულაციები დაწესდება.

მეუფე ქადაგებისას მოახლოებული არჩევნების თემასაც შეეხო.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი