მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (06.03.2016)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.03.2016 | 4,352 ნახვა

პატრიარქი 6 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა მოწყალების შესახებ ისაუბრა.

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვიფიქროთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, როგორ განვვლოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება არის გამოცდა და ყველაზე იოლი გზა, ცხონებისკენ მიმავალი, არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც ვაკეთებთ ამქვეყნად, დაგვხვდეს სასუფეველში და მომავალ ცხოვრებაში. ზოგიერთი ამბობს, რომ ადამიანი უნდა მოემზადოს გარდაცვალებისთვის. ეს სწორია, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესის თქმით, როცა ადამიანი დახმარებას გასცემს გაჭირვებულზე, დახმარების გამცემი უფრო ხარობს, ვიდრე ვინც მიიღო დახმარება.

“ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება”, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას გაჭირვებული ადამიანებისთვის სახლის შესაძენად მრევლს ფულის შეგროვება დაავალა.

“ყოველი ადამიანი უნდა ეძებდეს გაჭირვებულ ადამიანს. ჩვენი შვილები უნდა გავზაროდოთ მოწყალების სულისკვეთებით. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი