მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (05.01.2014)

საკვირაო ქადაგება (05.01.2014)

5 იანვარს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა ქადაგებისას ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ერს საკითხების სიღრმისეული ცოდნა აკლია. სამება მისივე თქმით, ცოდნისა და ღრმა აზრების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს. ადამიანებმა კი უნდა გააანალიზონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და ზერელე ცოდნა არ კმარა.

“დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. თუ ამას ისწავლის ადამიანი, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს,” – ბრძანა ილია მეორემ.

საკვირაო წირვის შემდეგ პატრიარქმა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა: ქართული მუსიკის განვითარებისა და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენისთვის – გია ყანჩელი; ქართული კულტურის განვითარებისა და მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის – თემურ ჩხეიძე, ხოლო ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბესიკ ხარანაული.

როგორც უწმიდესმა ქადაგებისას ბრძანა, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ლოცვა 6 იანვარს 19:00 საათზე დაიწყება. 23:00 საათზე იქნება დღესასწაულის შეხვედრა და წაიკითხება საშობაო ეპისტოლე, ხოლო 00:00 საათზე საზეიმო წირვა დაიწყება.

იხილეთ ქადაგებას სრულად:

2 COMMENTS

  1. 2014 წლის 5 იანვარს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა ქადაგებისას ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ ერს საკითხების სიღრმისეული ცოდნა აკლია. მისივე თქმით, ცოდნისა და ღრმა აზრების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს. ადამიანებმა კი უნდა გააანალიზონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და ზერელე ცოდნა არ კმარა. “დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. თუ ამას ისწავლის ადამიანი, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს,” – ბრძანა ილია მეორემ“.
    სწორედ ამ დღეს 5 იანვარს, სტამბიდან გამოვიტანე პირველი ეგზემპლიარები ჩემი 384 გვერდიანი წიგნისა “ზოგადი უნარების ლოგიკის თვითმასწავლებელი”, რომელიც დაიბეჭდა “პროცრედიტ ბანკის” დახმარებით. მასში სისტემატურად და მკითხველისათვის რაც შეიძლება მარტივად არის გადმოცემული ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების სავარჯიშოები (ცხრაასზე მეტი) თავიანთი დასაბუთებებით. ეს სავარჯიშოები ძირითადად ეძღვნება ჭეშმარიტობისა და მცდარობის გარკვევას მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციებში, შეცდომების პოვნას და მათ გასწორებას. კერძოდ, ახალგაზრდებისათვის (აბითურიენტებისა და მაგისტრანტობი¬ს მსურველთათ¬ვის) მოცემულია ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების საკითხები და სავარჯიშოები იმ დონით, რომელიც მათ მოეთხოვებათ ეროვნული გამოცდების ფორმატით. გარდა ამისა, წიგნში მოცემულია კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერენციუსის, სენეკას, ციცერონის, დეკარტეს, მრავალი ლათინური და სპარსული ბრძნული გამონათქვამების ანალიზი. აგრეთვე მოყვანილია ანალიტიკური მსჯელობები იურიდიული ტიპის სენტენციების, ჟურნალისტური მსჯელობების და პრესაში მიმდინარე პოლემიკის შესახებ, რომლებშიც მრავალი შეცდომა იქნა აღმოჩენილი. მინდა აგრეთვე აღვნიშნო, რომ დასრულების პროცესშია (დაწერილია 400 გვერდზე მეტი) ანალიტიკურ მსჯელობებზე დაწერილი მეორე წიგნი “დასაბუთებისა და კამათის თეორიის პრაქტიკული კურსი”. მასში მარტივი მაგალითებით შეისწავლება დასაბუთებისა და კამათის თეორიის ელემენტები. კერძოდ, დასაბუთების დედუქციური მეთოდები (პირობითი და გაყოფითი სილოგიზმები, გამორიცხვის, წინააღმდეგობაზე მიყვანის, ალიბის, კატეგორიული სილოგიზმისა და სხვა) და დასაბუთების ინდუქციური მეთოდები (ანალოგიით დასკვნა, ჰიპოთეზებთან (ვერსიებთან) მუშაობა, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ინდუქცია მარტივი ჩამოთვლით, მიზეზობრივი კავშირის დადგენის და სხვა). აგრეთვე პირდაპირი და ირიბი, ანალიზური და სინთეზური დასაბუთებები.
    განიხილება კამათის, ანუ პოლემიკის ლოგიკური და სტრუქტურული ასპექტები, მისი სახეები დიალექტიკური და ერისტიკული, კამათის წარმართვის ხერხები, სოფიზმები. შეისწავლება დაცვისა და შეტევის ლოგიკური წესები კამათში, დამოკიდებულება დადგენას, დასაბუთებასა და არგუმენტირებას, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ, დარღვევას, უკუგდებასა და კრიტიკას შორის ლოგიკური ტერმინების შემცველი წინადადებებისა და მათი უარყოფების სისტემატური გაანალიზებით, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით.
    საზოგადოდ, სახელმწიფო სკოლებში ცალკე საგნად არ ხდება ანალიტიკური აზროვნების სწავლება (1952-1955 წლების შემდეგ), თუმცა უნარების შესახებ გამოცდის ამ ფორმით არსებობა ამისათვის დიდი სტიმულია (ბოლო დროს იყო საწინააღმდეგო მოსაზრებებიც). ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მეცნიერების წიაღში შეიძლება განვითარდეს ანალიტიკური აზროვნება და ეს სფეროც ფაქტობრივად ყურადღების გარეშეა.
    საბედნიეროდ, პატრიარქმა შეამჩნია ანალიტიკური აზროვნების დიდი მნიშვნელობა და მოგვიწოდებს დიდი ყურადღება დავუთმოთ ანალიტიკურ აზროვნებას. ჩვენ მიერ დაარსებულ საბანკო-იურიდიულ ლიცეუმში (წწწ.ბჯლყცეუმ.გე) ამ წიგნით დაიწყება ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების სწავლება 2014 წლის II სემესტრიდან XI და XII კლასებში.
    ჩემთვის საინტერესოა პასუხობს თუ არა ამ წიგნების შინაარსი პატრიარქის გამონათქვამს და კიდევ რა საკითხები ჰქონდა მხედველობაში პატრიარქს.

    დავით ზარნაძე ( http://bjlyceum.ge/david_zarnadze.html )
    ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები