მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (04.01.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.01.2015 | 2,446 ნახვა

4 იანვარს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. დღეს სამებაში უწმიდესის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღევლინა.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, უფალი ყველა ადამიანს იცნობს, რომელიც დაბადებულა და რომელიც ჯერ არ დაბადებულა.

“როგორც მორწმუნეები, ისე ეკლესიიდან შორს მყოფი ადამიანები ხშირად მეკითხებიან, რა არის ბედი და არსებობს თუ არა ბედისწერა. ბედი არის ის ყველაფერი, რაც ღვთის ნებაა. ღმერთი ხედავს წინასწარ ჩვენს მოქმედებას, ჩვენს სურვილს, ჩვენს აზრებს. უფლისთვის წარსული და მომავალი, ყველაფერი აწმყოა და ასე იწერება ბედი. ბიბლიაში წერია, წინასწარმეტყველს ეუბნება უფალი: შენ არ იყავი ჩასახული დედის მუცელში, როცა მე შენ გიცნობდიო. ასე რომ უფალი ყველა ადამიანს და რომელიც დაბადებულა და რომელიც ჯერ არ დაბადებულა – იცნობს.

დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისთვის, მისი მოთმინებისთვის. უფალი ხალხის ლოცვით, ჩვენი ლოცვით გადააფარებს საქართველოს თავის კალთას და საქართველო იქნება უვნებელი, იქნება მთლიანი და საქართველოს დაუბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო.

“მინდა მადლობა გითხრათ ყველას თქვენი ლოცვებისთვის, თანადგომისთვის, სიყვარულისთვის. თქვენი ლოცვები და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო მე ამ სიმძიმეს ვერ გავუძლებდი. დიდება და მადლობა უფალს მისი სიყვარულისთვის”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესმა ბორან Norman Atlantic–ზე მამა ილია კარტოზიას დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

“გარდაიცვალა ჩვენი მოძღვარი, არქიმანდრიტი ილია. გემზე მყოფი, გემს მოეკიდა ცეცხლი. მას შეეძლო გადარჩენილიყო, მაგრამ თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო. თვითონ ჩავარდა ზღვაში და ზღვაში დაიღუპა. ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმიდესის ქადაგების შემდეგ ქადაგება წარმოთქმა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპილიტმა დანიელმა (დათუაშვილი). მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღე მიულოცა და პატრიარქის ღვაწლის შესახებ ისაუბრა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი