მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (03.08.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.08.2014 | 967 ნახვა

ღვთისმშობლის მიძინება

3 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა (კაცია).

ეპისკოპოსმა ქადაგებისას გარდაცვლილ წინაპართა მოხსენიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“როდესაც შევდივართ ამ წმინდა ტაძარში, როცა არის დიდი დღესასწაული და როცა წირვასა თუ ლოცვაზე იმყოფება ჩვენი პატრიარქი, უხილავი ასოებით წერია: ვისწავლოთ მოწყალება, მორჩილება, მოთმინება, თავმდაბლობა, ლოცვა.

ორიოდე სიტყვით მსურს გითხრათ ლოცვის შესახებ. როცა ჩვენი დიაკონი ლამაზი ხმით გალობს მიცვალებულთა კვერექსს, ვიხსენიებთ ჩვენს წინაპრებს და პატივისცემით მღვდელმთავარი იხსენიებს მონა ღვთის გიორგისა და მხევალ ღვთის ნატალიას, რა თქმა უნდა, ეს პატივცემაა წინაპრების და ჩვენი პატრიარქის მშობლებისა, მაგრამ ეს არის პირველი საფეხური. მეორე საფეხურია, როცა ჩვენ ვიხსენიებთ გარდაცვლილ წინაპარს, ვევედრებით ღმერთს, რათა შეუნდოს მათ ყოველი შეცოდებანი მათნი. რამეთუ არ არის ადამიანი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ჩვენ ვევედრებით ღმერთს, შეუნდოს ყოველი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი. და მესამე საფეხურია: ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ იმ დროს როცა იდევნებოდა ჩვენი ეკლესია, ინგრეოდა მონასტრები, უფალმა მოავლინა ასეთი ადამიანები: გიორგი და ნატალია, სადაც დაიბადა ჩვენი პატრიარქი. ვიცით, როგორი სტუმართმოყვარე და ძმათმოყვარე იყო ეს ოჯახი და თვით მუსულმანები და ათეისტები შეიძლება ხმამაღლა არა, მაგრამ გულში ადიდებდნენ ქრისტიანთა ღმერთს, როდესაც ამ ოჯახს სტუმრობდნენ. კიდევ ერთი საფეხური: როცა ჩვენ ვევედრებით ღმერთს იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი, ვინც შედის ეკლესიაში, არის ეკლესიის შვილი, მაგრამ შვილი უნდა გაიზარდოს და გახდეს მშობელი, სულიერი ან ხორციელი. ჩვენ ვევედრებით, ის თვისებები, რომლითაც ღმერთმა დააჯილდოვა გიორგი და ნატალია – მოთმინებით, მორჩილებით, მოწყალებით, თავგანწირვით, სიყვარულისა ღმრთისა, სამშობლოსი და მოყვასისა, ჩვენზეც გადავიდეს.

როგორც პატრიარქი ამბობს, არსებობს სულთა კავშირი და თუ ჩვენ ვიხსენიებთ ასეთ ადამიანებს, ჩვენზე გადმოდის მათი სათნოებები. და როცა ვიხსენიებ გიორგისა და ნატალიას, ვიხსენიებ ჩემს მშობლებს, ჩვენი წმინდანების მშობლებს, რათა მათი ლოცვა შეეწიოს ჩვენს სამშობლოს და ეკლესიას. კიდევ ერთი საფეხური: ჩვენ არა მარტო ვმადლობთ, ვაკურთხებთ, არამედ ვევედრებით ღმერთს ასეთი ადამიანები კიდევ მოუვლინოს დღეს ჩვენს სამშობლოს.

როგორც წმინდა მამა გაბრიელი ამბობს, ეს უწყვეტი ჯაჭვი– წმინდანებისა და პატრიარქებისა არ უნდა შეწყდეს და ჩვენ ვევედრებით არ შეწყდეს ეს ჯაჭვი ბოლომდე, მეორედ მოსვლამდე. .. და ბოლო ჟამს, ბოლო პატრიარქი, თავისი სამწყსოთი მუხლმოდრეკილი შეხვდება ღმერთს.

ქადაგების დასასრულს ეპისკოპოსმა კიდევ ერთხელ მოიხსენია პატრიარქის მშობლები და უწმიდესის გაძლიერება ისურვა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი