მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (02.12.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.12.2012 | 2,571 ნახვა

2 დეკემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქი პატრიარქმა მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ახალგაზრდებს კი მოუწოდა იმეგობრონ არა რადიოსთან, ტელევიზიასა და ინტერნეტთან, არამედ წიგნთან.

უწმიდესის თქმით, მეცნიერება არის დიდი ძალა, რომელსაც მუდმივად ეყრდნობოდა ქართველი ერი და ქართული ეკლესია. მან მაგალითებად დაასახელა ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე, რომლებიც გამუდმებით მუშაობდნენ და რომლებსაც დიდი ნაშრომები აქვთ შექმნილი.

“რომ არ ყოფილიყო ასეთი დიდი შრომები, რა იქნებოდა საქართველო?! ჩვენს წინაპრებზე არავითარი ცოდნა არ გვექნებოდა. ჩვენ ძალიან მძიმე გზა გამოვიარეთ. ეკლესია მუდმივად იდევნებოდა და აღარ ჰქონდა ძალა ემუშავა სამეცნიერო შრომებზე, ამიტომ ეკლესიის საქმეს ჩვენი დიდი მეცნიერები აკეთებდნენ”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა მეცნიერებს და ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ზუსტ მეცნიერებებს აირჩევენ. უწმინდესმა სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლის წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ პროფესორებისგან მუდმივად ესმოდა წიგნის მნიშვნელობის შესახებ.

“ერთი პროფესორი მეუბნებოდა – სემინარია და აკადემია არაფერს მოგცემთ, თუ თქვენ თავად არ იმუშავეთ წიგნებთან. თქვენი მუდმივი მეგობარი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი, არამედ წიგნი. მუდმივად უნდა ვკითხულობდეთ წიგნს და ის ჩვენ საწოლთან უნდა გვედოს. დიდმა მეცნიერმა კლიმენტი ალექსანდრიელმა დიდი შრომა დაწერა, სადაც წერს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა”, – ბრძანა პატრიარქმა.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი