მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (02.10.2011)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.10.2011 | 1,703 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ილია მეორეერთ-ერთი ურთულესი მოვლენა, რომელიც არსებობს, ეს არის დრო. დროზე ამბობენ: “დრონი მეფობენ და არა მეფენიო”. რომაელების თქმით, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. მაინც რა არის დრო? დრო შედგება სამი კომპონენტისგან: წარსული, აწმყო და მომავლი. წარსული უკვე წავიდა და ჩვენ უკვე ვეღარაფერს შევასრულებთ. აწმყო ისეთი სწრაფია, ჩვენ რომ ვიტყვით სიტყვას, უკვე წარსულს ეკუთვნის. მთავარი არის მომავალი, როგორ განვჭვრიტოთ, როგორ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი.

არის ერთი წინადადება, რომელზეც ფიქრობს ყოველი ქართველი, ეს არის – საქართველო ხვალ. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ხვალინდელი საქართველო? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენზე დიდი ერები იყვნენ, ჩვენზე მრავალნი და აღიგავნენ პირისაგან მიწისა. დღეს მათი ხსენებაც არ არის. სად არიან ბაბილონელები? ფილისტინელები? ეგვიპტელები? ისინი, ვინც ეგვიპტეში ცხოვრობენ არიან არაბები. ამბობენ, რომ ნამდვილი ეგვიპტელების ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი.

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი წარსული.

ჩვენს სასწავლებლებში ანალიტიკური აზროვნება უნდა ისწავლებოდეს, თორემ მრავალ შეცდომას დავუშვებთ. უნდა გავაანალიზოთ, რა შეცდომები დავუშვით. ჩვენ გვახასითებს ერთი რამ, ვამაყობთ ჩვენი წარსულით, რომ მოვიგეთ დიდგორი. მე მინდა გთხრათ, რომ ეს ომი არ არის დავთავრებული, ყოველდღე ომია მსოფლიოში, ყოველდღე რაღაც საშიშროება ემუქრება ამა თუ იმ ერს. დიდგორის ომი ჯერ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება, სანამ დედამიწაზე საქართველო იარსებებს. არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე, თუ რა ვჭამოთ, რითი გავერთოთ. ეს მთავარი არ არის. მე გაძლევთ თქვენ ასეთ თემას, მინდა რომ ძალიან ღრმად გაანალიზოთ, თუ როგორ წარმოგიდგენიათ საქართველო ხვალ, ემუქრება თუ რა საშიშროება მას, თუ იქნება მშვიდობიანი ცხოვრება.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მშვიდობა და სიხარული მოგვცეს ჩვენ დ მთელ საქართველოს, ამინ!

მოამზდა ირინა ბეგლარშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მირიანი says:

    მადლობა ღმერთს დიდი სიბრძნის მატარებელი მამა რომ გამოგვიგზავნა და ჩვენც მოვუსმინოთ და ვიმოქმედოთ ღვთის სადიდებლად მასთან ერთად

  • ნონა says:

    ანალიტიკური აზროვნება უნდა ისწავლებოდეს! ბრძანებს ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქი. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! მაგრამ ვაი, რომ არა თუ ხელისუფალნი არიან ყრუ და უკუღმა ისმენენ შეგონებებს, არამედ ერი და ბერიც დავყრუვდით. სანამ არ დავუჯერებთ ჩვენს წმინდა ეკლესიას და მის ბრძენ მმართველს, არა გვეშველება რა და გადავშენდებით როგორც ბრძანებს პატრიარქი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი