მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (02.06.2013)

საკვირაო ქადაგება (02.06.2013)

უწმიდესი 2 ივნისს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის, როგორც სამი უდიდესი საუნჯის მნიშვნელობაზე იქადაგა.

უწმინდესის თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი უფალმა სულიერი და მატერიალური სიმდიდრით უხვად დააჯილდოვა.

ილია მეორემ შაბათი წიგნის დღედ დააწესა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა ტელევიზიისა და პრესის მიხედვით ბევრი რამ იციან, თუმცა მათი ცოდნა ზედაპირულია.

“ადამიანის პირველი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს მწიგნობარი. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს – უპირველეს ყოვლისა “ბიბლიას” და შემდეგ სხვა წიგნებს”, – ბრძანა უწმიდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ასევე დალოცა რამდენიმე გვარი და სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი.

იხილეთ ქადაგებას სრულად:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები