მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (02.05.2013)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.05.2013 | 1,584 ნახვა

დიდი ხუთშაბათი

2 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორე ილია მეორემ და დიდი ხუთშაბათის დღის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა:

“ეს დღესასწაული განსხვავებულია. ამ დღეს უფალმა თავისი მოციქულები შეკრიბა და აზიარა, გატეხა პური და თქვა, რომ ეს არის ხორცი მისი და ასევე თქვა “სვით ამისგან, ეს არის სისხლი ჩემი”. წმიდა სახარებაში ნათქვამია, რომ ასეთი უდიდესი საიდუმლოს შესრულების მიუხედავად იუდას გულში შევიდა ეშმაკი, უფლის მტერი და გამცემი გახდა,” – ბრძანა უწმიდესმა. პატრიარქის თქმით, როდესაც მოციქულებს მიეცათ ძალა დავრდომილთა განკურნებისა და სხვა სასწაულების მოხდენის, ისეთივე ძალა ჰქონდა იუდასაც მინიჭებული.

“ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, ადამიანის გული სულიწმიდის ტაძარი უნდა იყოს და არ უნდა გახდეს ბოროტების სამყოფელი,”- აღნიშნა უწმიდესმა. ქადაგებისას მან გაიხსენა 1957 წელი, როდესაც სიონში დიაკვნად აკურთხეს და მისთვის დაუვიწყარი დღეც, როცა პატრიარქმა მელქისედეკ მესამემ მოძღვრებს ფეხი დაბანა.

პატრიარქმა უფალს შესთხოვა მოგვცეს თავმდაბლობა, რადგან უფალი თავმდაბალთ აღამაღლებს, ხოლო ამპარტავთ – შემუსრავს.

სამების საკათედრო ტაძარში დღეს შესრულდა ფეხთბანვის წესი. წაიკითხეს იოანე მოციქულის სახარებიდან ადგილი, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულისათვის ფეხის დაბანვის შესახებაა საუბარი. უწმინდესმა მსახურებაში მონაწილე 12 მღვდელმსახურს ფეხი დაბანა. ეს წესი კი თავმდაბლობის სიმბოლოს წარმოადგენს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი