13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (02.04.2017)

საკვირაო ქადაგება (02.04.2017)

2 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

უწმინდესის თქმით, დიდი მარხვის დასრულებამდე ორი კვირა დარჩა. “უნდა ითქვას, რომ მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას”, – აღნიშნა პატრიარქმა.

სამება

ილია მეორემ მარიამ მეგვიპტელის მოღვაწეობაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ მარიამ მეგვიპტელი არის მაგალითი, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი და ცოდვიდან გადავიდეს წმინდა ცხოვრებაში.

“წმინდა მარიამ მეგვიპტელი ყოველ ჩვენგანშია და ყველას გვეხმარება. უპირველეს ყოვლისა, თავის თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ ებრძოლა თავის სულს, თავის ცხოვრებას, ის ადამიანი ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ადამიანმა ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს, უნდა დაამარცხოს თავისი ვნებები და მერე იქნება გამარჯვებული”, – აღნიშნა პატრიარქმა.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები