მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (02.02.2014)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.02.2014 | 3,204 ნახვა

2 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და ილია მეორე უნეტარესმა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას მრევლს გასულ კვირას თემაზე „განწყობა შრომისთვის“ მიცემული დავალების შესახებ შეახსენა და მათ დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით შექმნილი ნამუშევრების წარდგენა სთხოვა. თუმცა, თემა არავინ წარადგინა, რის შემდეგაც ბრძანა, რომ ქართველი ხალხი შორს არის შრომისგან.

„ჩვენ ცოტა შორს ვართ შრომისგან და ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას,“ – აღნიშნა პატრიარქმა და ბრძანა, რომ ადამიანმა ყოველი საქმის დაწყების წინ სულიერი და ფიზიკური ძალები უნდა მოიხვეჭოს, რადგან ყველაფერში განწყობაა საჭირო.

როგორ უწმიდესმა ქადაგებისას დასძინა, ჩვენ გვახასიათებს თავისუფალი ცხოვრება, ზედმეტი განცხრომა, სიხარული, მწუხარება. ზომიერება კი გვაკლია.

პატრიარქმა დროის მნიშვნელობის შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ დროს სათანადო ყუადღებას ვერ ვაქცევთ.
„ჩვენ ვერ ვაქცევთ დროს სათანადო ყურადღებას. მისი ფასი არ ვიცით. ვიყავი გერმანიაში და მიკვირდა, თან მშურდა, როგორ აფასებენ დროს. პროფესორი, ექიმი სამსახურს დილის 6-7 საათზე იწყებს. ვეკითხებოდი, როდის დგებოდა. მითხრა, რომ – ხუთის ნახევარზე და მთელ საქმეს შუა დღემდე აკეთებდა. ყველაზე ნაყოფიერია შუა დღემდე გაკეთებული საქმე. შრომა დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. ეს ჩვენთვის ძალიან ძნელია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისა და მომავლისთვის,” – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ მრევლი დალოცა და ისურვა, რომ ღმერთმა მოგვცეს გული გონიერი, სიბრძნე და ანალიტიკური აზროვნება.

„როცა განწყობის თეორიის შესახებ ვსაუბრობთ, მასში ანალიტიკური აზროვნება აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა მარტო ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. დასკვნას, ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია რომ გამოუსწორებლები ვართ. ღვთის მადლით, ჩვენ აუცილებლად გამოვსწორდებით და კალაპოტში ჩავდგებით. ეს გამოსწორება, უპირველეს ყოვლისა, ჩემგან უნდა დავიწყოთ და მერე- თქვენგან,“ – ბრძანა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.
მღვდელი გიორგი რაზმაძე დაჯილდოვდა გამაშვენებული ჯვრით; მღვდელი დავითი კუჭავა აყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში; მღვდელმონაზონი ილია კავსაძე აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით; მღვდელი მალხაზი ყიფიანი დაჯილდოვდა დეკანოზის ხარისხითა და ოქროს ჯვრით.

იხილეთ ქადაგება სრულად:


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • ერთერთი says:

    მაპატიეთ პატრიარქო! დავიწყე თემის წერა და დროზე ვერ დავამთავრე, ისევ ჩემი მოუწესრიგებლობის და დაულაგებლობის გამო, ერთი კვირა მქონდა და ჯერ “შავი” ნაწერი და ჩამოყალიბებაც არ დამიმთავრებია.. მაგრამ საერთოდ ვერავინ რომ წარადგენდა ამას ვერ წარმოვიდგენდი! სულო ცოდვილო და ცოტა შვებაც ვიგრძენი სხვებმაც რომ ვერ წარადგინეს

    მართლა ძალიან შორს ვართ შრომისგან, დარწმუნებული ვარ სხვებსაც ასე მოუვიდოდათ, ბოლომდე საქმის დასრულებამდე ვერ მიაღწევდნენ. არა ვართ მწყობრში, გამართული არა ვართ.

    ამ თემას მაინც აუცილებლად დავამთავრებ და გავამზადებ როცა იქნება პატრიარქო! მაგრამ აი დრო, სწორედ დრო, როგორც თქვენ ბრძანეთ, უფრო მეტ დროს დავხარჯავ, დამეხარჯება ამაში. ჩვენი წინაპრები კი დროს საერთოდ არ კარგავდნენ, უთენია დგებოდა მშრომელი კაცი!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი