მთავარიქრისტიანობასაკვირაო ქადაგება (01.12.2013)

საკვირაო ქადაგება (01.12.2013)

სვეტიცხოველი 1-ელ დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა მღვდელმონაზონი იოანე შომახია ეპისკოპოსად აკურთხა. ის აგარა-წალკის ეპარქიას უხელმძღვანელებს.

უწმიდესმა მრევლს მიმართა, იფიქრონ იმაზე, რა უნდა გააკეთონ ქვეყნისა და ხალხისთვის.

“დღეს, როცა ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა, ქვეყანა მიდის სიმშვიდისკენ, ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და ყველაფრისათვის. ადამიანმა უნდა აირჩიოს თავისი გზა და ეს გზა აუცილებლად უნდა მივიდეს ღმერთთან”, – ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

უწმიდესმა ასევე ბედის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანის ბედი დამოკიდებულია ღმერთზე, წინაპრებზე და თავად ადამიანზე.

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ ტრადიციულად გვარები დალოცა.

იხილეთ ქადაგება სრულად:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები