მთავარი » ქრისტიანობა

საკვირაო ქადაგება (01.03.2015)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.03.2015 | 2,722 ნახვა

1-ელ მარტს სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა.

“25 წლის წინ, ღმერთმა ინება და მსოფლიო პატრიარქმა ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და საპატრიარქო წოდება. მართლმადიდებლობის ზეიმი არის ჭეშმარიტების ზეიმი. patriarqi ეს არის ზეიმი, რომელიც დადგინდა ხატის თაყვანისცემის აღიარების შემდეგ. ჯერ კიდევ VII-VIII საუკუნეში იყო დიდი ბრძოლა ხატის წინააღმდეგ. ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ხატი არის კერპი და ამიტომ წინააღმდეგი იყო ხატების, თუმცა მერე დადგინდა თაყვანისცემა. მრავალი ხატია სასწაულმოქმედი. ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოში მრავალ ხატს სდის მირონი. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი სარწმუნოების განმტკიცებისთვის.

მე მახსენდება ის წლები, როდესაც სადავო იყო ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება მსოფლიო პატრიარქის მიერ. დიდი შრომა, დიდი სულიერი ბრძოლა დაგვჭირდა ჩვენ, ჩვენს მეცნიერებს, რომ აღიარებული ყოფილიყო საქართველოს ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება. 25 წლის წინ ჩვენი დიდი დელეგაცია ჩავიდა მსოფლიო პატრიარქთან, ერთობლივად შევასრულეთ წირვა და ჩვენ გადმოგვცეს ორი სიგელი, სადაც აღიარებს მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ავტოკეფალიას და პატრიარქის წოდებას. ეს იყო ყოვლადუწმინდესი, მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოსი და დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული”, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა ქადაგებისას მის ნათლულებს და მათ ოჯახებს მათ დაავალა, მოძებნონ ისეთი გაჭირვებული ადამიანები , რომლებსაც არ ჰყავთ მომვლელები და მოუარონ, ასევე, დარგონ 7 მარადმწვანე – კედრის ან ნაძვის ნერგი.

“ჩემს ნათლულებს და მათ მშობლებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ გამონახონ გაჭირვებული ადამიანები. მრავალი ადამიანია მწოლიარე, მრავალ ადამიანს არ ჰყავს მომვლელი, წყლის მიმწოდებელიც კი. გამონახეთ ასეთი ადამიანები და კვირაში ერთხელ მაინც მიდით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. ეს იქნება საჭმლით, ჩასაცმელით თუ თბილი სიტყვით.

მეორე დავალება არის, რომ ჩემი ნათლულების ყველა ოჯახმა დარგოს მათი შვილების საკეთილდღეოდ ხეები. 7 მარადმწვანე ნერგი – კედრის და ნაძვის. ეს ორი დავალება უნდა შეასრულოთ და მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე”, – ბრძანა პატრიარქმა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი