მთავარი » ეკლესია-მონასტრები

“საიდუმლო ტაძარი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2015 | 2,477 ნახვა

“საქლი ქილისე” – ანუ “საიდუმლო ტაძარი” მდებარეობს თურქეთში, კაპადოკიაში, ქალაქ გორემეში. „ღია ცისქვეშ არსებული მუზეუმისკენ“ მიმავალი მთავარი გზიდან, დაახლოებით, 200 მეტრში, მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე მაღლა არსებულ გამოქვაბულში, რთულად მისადგომი გზით. შესასვლელი ისეთ ადგილასაა, რომ თუ ზუსტად არ იცი მდებარეობა, ძალიან რთულია ტაძრის მიგნება. ამიტომ, ხშირად, უამრავი ტურისტი გულდაწყვეტილი ბრუნდება და ტაძარს ვერ პოულობს.

საიდუმლო ტაძარი

ეკლესია ამჟამად გისოსებიანი რკინის კარითაა დაკეტილი. იგი არც მუზუმის სახით ფუნქციონირებს. მხოლოდ გზის პირას დგას მიმანიშენებელი ბანერი, რომ სადღაც ახლოს “საქლი ქილისე” – “საიდუმლო ტაძარი” მდებარეობს. ეკლესიის ზედა მხარეს, კლდეების ზედაპირზე, დაახლოებით 2 -ან 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთია, სადაც სრულ ტერიტორიაზე ვენახია გაშენებული. რაც სრულიად ბუნებრივია კაპადოკიაში.

ტექსტი: ნესტან ბლუაშვილი
ფოტო: ილმაზ შაჰინგოზი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • გიორგი says:

    როგორ აქვთ წმინდანებს სახე გადაშლილი, ყელზე გადასმული თითქოს თავს აჭრიან… თვალები ამოკორტნილი…. და ამის მერე ამათ მრწამსს ჩვენ პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ?

    • ნესტანი says:

      3 კვირის წინ ‘ერთმორწმუნე’ რუსებმა უძველესი ქართული ტაძარი გადაღებეს და უნიკალური ქართული ფრესკები გაანადგურეს!
      ამაზე რაღას იტყვით?!
      p.s. ამ ფოტორეპორტაჟის გამოქვეყნების მიზანი ადამიანებში სიძულვილისა და ბოღმის აღძვრა ნამდვილად არ ყოფილა! კაპადოკიაში მილიონობით ტურისტი ჩადის და აზიანებს ისტორიულ ძეგლებს, ამიტომ არის რკინის კარით დაკეტილი და დაცული ეს ეკლესია, რომ კიდევ უფრო არ დააზიანონ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი