13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისხვადასხვასაიდან იღებს სათავეს ჩიჩილაკი?

საიდან იღებს სათავეს ჩიჩილაკი?

ჩიჩილაკი საახალწლო სიმბოლოდ ითვლება. ჩიჩილაკი გასულ საუკუნებში გურიასა და სამეგრელოში ჩამოყალიბდა ტრადიცია – საახალწლოდ ოჯახებში დაედგათ ჩიჩილაკი.

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს “დაბრაწავდნენ”, მერე კანს გააცლიდნენ, თლას დაიწყებდნენ და ცოტა ხანში თეთრწვერა ჩიჩილაკიც მზად იყო. მას სუროს შავმტევნიანი და კვალას წითელმარცვლიანი ტოტებით რთავდნენ. ხშირად ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვიც ეკიდა.

გურიაში, სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა – დღესაც, ნაძვის ხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ.

ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას – წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ. გურიაში ამბობდნენ, ჩიჩილაკი “ბასილის ფაფუკი წვერები”, საახალწლოდ გამომცხვარი ნამცხვარი კი “ბასილის პურიაო”.

საახალწლოდ ჩიჩილაკის დადგმა მხოლოდ ხალხური ტრადიციაა და ეკლესიური თვალსაზრისით მას რაიმე რიტუალური დანიშნულება არ გააჩნია.

თეა სულაბერიძე

მსგავსი სტატიები

6 COMMENTS

  1. ვფიქრობ, ყველა იმ ტრადიციის შენახვა აუცილებელია, რომელიც ზიანს არ აყენებს ადმიანის სულსა და სიცოცხლეს.

  2. რადგანაც ტრადიციებში ერის საციცოცხლო დზალებია განფენილი, ასევე ტრადიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის თვიტშეცნობის გზაზე

  3. ქართული ტრადიციაა,არაფერი ამაში არ არის ცუდი.ნაძვის ხის მოჭრას და ბუნებისთვის ზიანის მიყენებას, ჩიჩილაკი მირჩევნია.ამერიკელი სტუმარი მყავდა ახალ წელს,აღფრთოვანებული დარჩა ჩიჩილაკის ნახვით ,მთხოვა და ჩიჩილაკი ამერიკაში გავატანე.ტრადიცია ეკლესიურობას ხელს არ უშლის.

  4. მე კიდე ვიცოდი რო ნაძვის მოჭრის უფლება არ ქონდათ მეფის ტყეში ჰოდა ტხილისგან აკეთებდნენ “ნაძვისხეს”
    დაახლოებით

  5. ქრისტიანობა რწმენა , ხსნა და გადარჩენაა და არა ტრადიცია.ტრადიცია ხალხის მოგონილია,რომელიც ეწინაღმდეგება ქრისტეს მოძღვრებას.

    • ბევრ ქართულ ტრადიციას სწორედ ქრისტეს მოძღვრება უდევს საფუძვლად და ასეც რომ არ იყოს,რატომ ეწინააღმდეგება ეს ქრისტეს მოძღვრებას?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები