მთავარი » კულტურა

საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2014 | 2,640 ნახვა

ეთნოგრაფიული ივენთი2014 წლის 17 მაისს 13:00 საათიდან მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში გიწვევთ საგანმანათლებლო პროგრამებსა და შემეცნებით თამაშებზე გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმში.

მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა სახალისო–საგანმანათლებლო აქტივობებში, როგორიცაა: საუბრები ეკოლოგიაზე, ეთნოგრაფიასა (ფილმების ჩვენებით), ტრადიციული დედოფალების დამზადება, სახალისო არქეოლოგია, პრეისტორიული ტექნოლოგიები და ხალხური რეწვის გაკვეთილები – ტრადიციული მჭედლობა, მეთუნეობა, ხეზე მხატვრული კვეთა, ტრადიციულ ფარდაგების ქსოვა, ხევსურული თათების ქსოვა და ქარგვა.

აგრეთვე გაიმართება შემეცნებით-გასართობი თამაშები: ,,პირველყოფილი მონადირე“ და ,,ტრადიციული შეჯიბრი მშვილდოსნობაში“.

მუზეუმში შესვლა და ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!
მისამართი: საქართველოს გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის ასახვევი 1.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი