მთავარიეკლესია-მონასტრებისაღამოს იონა წინასწარმეტყველის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის ეკლესია

საღამოს იონა წინასწარმეტყველის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში მდებარეობს.

ტაძარი აგებულია X ს-ში. ძეგლი საკმაოდ დაზიანებული იყო, ჩაქცეული იყო კამარები და კედლების უმეტესი ნაწილი სარკმლების დონეზე იყო შემორჩენილი, ამჟამად ტაძარი აღდგენილია, მოხდა მისი რესტავრაცია-კონსერვაცია, რა დროსაც ეკვდერის ნაწილი მინით გადაიხურა, რათა ვიზუალური თვალსაზრისით შენარჩუნებულიყო თავდაპირველი ტაძრის სამხრეთი კარის მორთულობა. ეკვდერის კონქის საყრდენი თაღის სამხრეთ მხარეს ადამიანის რელიეფური ფიგურა გვხვდება. მინაშენის სამხრეთ ფასადზე მაღალი რელიეფით შესრულებული ორი ქანდაკებაა, ამჟამად ორივე დაზიანებულია, ორივეს ჩამომტვრეული აქვს თავი. ეკვდერის აღმოსავლეთ სარკმელი ორნაწილიანია და ოვალისა და მის ქვეშ განთავსებული პატარა წრიული ღიობისგან შედგება. ამ სარკმელს იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვისა და ამონთხევის ამსახველი რელიეფი ამკობს. საღამოს იონა წინასწარმეტყველის ეკლესიასთან ახლოს შეგიძლიათ მოინახულოთ განვითარებული შუა საუკუნეების ორი ბაზილიკა და საღამოს ტბა.

წყარო: www.georgiantravelguide.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები