მთავარი » პოპულარული

საგამოცდო ტესტები უკვე თბილისშია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.06.2012 | 2,102 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლიციის შენობებში გადაიტანეს. საგამოცდო ტესტები ტესტები თბილისისა და რეგიონების მთავარ სამმართველოებში განთავსდება, რითაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი მათი დაცვა და უსაფრთხოება.

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ბრიტანულმა კომპანია “სტივენ ოსტინმა” დაბეჭდა.

1768 წელს დაფუძნებული კომპანია “სტივენ ოსტინი” დღეისათვის მსოფლიოს 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.

ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაეწყო ყუთებში და დაილუქა. ყუთები განთავსდა კონტეინერში რომელსაც ასევე სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.

საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა. მათი გადაადგილება საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდება.

წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი