მთავარი » ქრისტიანობა

საეკლესიო ზარების მნიშვნელობისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.08.2023 | 587 ნახვა

ქრისტიანული ტაძრის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ზარი. როგორც წესი, ქართულ საეკლესიო ტრადიციაში, ზარები განთავსებულია ცალკე ნაგებობაზე – სამრეკლოზე ან დასავლეთ მხარეს, ტაძრის შესასვლელის თავზე აგებულ სპეციალურად დანამატზე.

ზარს რამდენიმე დანიშნულება აქვს: 

ა) მორწმუნეებს ღმრთისმსახურების დაწყების შესახებ აუწყოს; 

ბ) გამოხატოს სადღესასწაულო განწყობა; 

გ) მორწმუნეებს ღმრთისმსახურებისას აუწყოს განსაკუთრებული საკითხავების შესახებ და ამით მოუწოდოს მათ ღმრთისადმი ლოცვა გააძლიერონ. 

გარდა ამისა, ზარს საერო დანიშნულებაც ჰქონდა, მას ხშირად ომიანობის დროსაც იყენებდნენ, რათა მტრის შემოსევის შესახებ ხალხისთვის ეცნობებინათ.

“შიომღვიმის ტიპიკონში“ ღამისთევის მსახურების დაწყებისას მითითებულია: „შემდგომად მზისა დასვლისა მცირედ წარვიდეს კანდელაკი და თაყვანისცეს წინამძღუარსა. ამის შემდგომად აღხდეს და იწყოს რეკად მძიმესა ნელიად და თანა იტყოდის ნეტარ არიანთა” (ფს. 118).

შუა საუკუნეებამდე, სანამ ზარი იმ ფორმას მიიღებდა, რაც დღეს აქვს, არსებობდა სპეციალური ხის ან მეტალის „ფირფიტები“, რომლებიც ითავსებდნენ ზარის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ამგვარი „ფირფიტები“ ზოგიერთ მონასტერში დღემდე გამოიყენება.

 როგორც წესი, ტაძრებში გამოიყენება რამდენიმე ზარი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება მოცულობით და ხმის სიძლიერით. ასე, მაგალითად, განარჩევენ: სადღესასწაულო, საკვირაო, „სადიდებლიან“, ყოველდღიურ და „მცირე“ ზარებს.

ზარის ხმა არ არის ერთგვარი, მას განაპირობებს მსახურება. ზარის მელოდია შეიძლება იყოს სადღესასწაულო, ყოველდღიური, დიდი მარხვისა ან მიცვალებულთათვის. როგორც წესი, ზარი დღის განმავლობაში სამგზის ირეკება – საღამოს, დილით და დღისით.

გარდა ამისა, ღვთისმსახურებისას არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც ხდება ე.წ. ზარების „გადარეკვა“ (ცალ-ცალკე ირეკება პატარა, საშუალო და დიდი ზარება, შემდეგ –  სამივე ერთდროულად). მაგალითად: დიდ პარასკევს, საკურთხევლიდან გარდამოხსნის გამოსვენებისას; დიდ შაბათს, გარდამოხსნის ტაძრის გარშემო შემოტარებისას; აღდგომის დღესასწაულზე და სხვ.

მასალა მოამზადა გიორგი მეტრეველმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი