მთავარი » დღესასწაულები

სადღესასწაულო ქადაგება (29.04.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.04.2012 | 2,410 ნახვა

ჯვართაღმართება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია ll

ილია მეორე სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. დღეს არის ხსენება მენელსაცხებლეთა დედათა. იმ დედათა, რომელნიც მუდამ მაცხოვართან იყვნენ, მაშინაც კი, როცა ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მათ არაფრის ეშინოდათ. სულითა და ხორცით მაცხოვართან გალდნენ.

მინდა რამდენიმე სიტყვით ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რა არის დედის როლი ოჯახში. დღეს ბევრი შემთხვევაა ოჯახის დანგრევისა, როცა დედას არ აქვს ის თვისებები, რაც უნდა ჰქონდეს. დედა ბავშვობიდან უნდა ზრდიდეს თავის შვილს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე. ადრე დედა გმირებს უზრდიდა სამშობლოს. დღეს კი იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. მინახავს ისეთი დედა, მეუღლე, რომელიც გაჰყვა თავის პატიმარ მეუღლეს ციმბირში. იგი იქ მუშაობდა მთელი 10 წლის განმავლობაში და ამით გადაარჩინა თავისი მეორე ნახევარი. იქიდან დაბრუნებულებს ეყოლათ შვილი. ეს კაცი აკურთხეს მღვდლად, შვილი კი – დიაკვნად. მამა-შვილი წირავდა და ლოცულობდა ერთ ტაძარში.

დღეს მიღებულია ტერმინი, რომ კაცი და ქალი თანასწორია. საღვთო წერილი კი ამბობს: ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი ერთი სხეულია, ერთ სხეულზე კი არ შეიძლება ორი თავი იყოს, ეს შეუძლებელია. ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა სწირავს თავს საკუთარ ოჯახს, ზრდის შვილებს სარწმუნოებით, სასოებითა და სიყვარულით. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ყოფილა ისეთი ოჯახი, სადაც დედ-მამა ასწავლიდა შვილებს ქველმოქმედებას. ისინი აგზავნიდნენ მათ ქუჩაში, საიდანაც მოჰყავდათ გაჭირვებული ადამიანები. მათ ბანდნენ, აჭმევდნენ და ისე უშვებდნენ თავიანთ სახლებში. ამაშია მთელი შინაარსი სახარებისა. დღეს ჩვენ ბევრ რამეს ვასწავლით ჩვენს შვილებს, მაგრამ არ ვასწავლით მთავარს. ვასწავლით, თუ როგორ უნდა იყვნენ ამქვეყნად ბედნიერები. უნდა ვიცოდეთ, რომ ბედნიერება, უპირველეს ყოვლისა, არის ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა. მაგ: ქმარი მოვიდა სამსახურიდან. შენ უნდა შესთავაზო მას დასვენება, ფეხების დაბანა, საჭმელი. აჩვენო სითბო.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. მინდა, რომ კიდევ ერთხელ ვიფიქროთ ჩვენს მოვალეობაზე. დედებმა იფიქრონ თავიანთ პასუხისმგებლობაზე.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.

მოამზადა ირინა ბეგლარაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი